ჰიუგო ვიქტორ მარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ვიქტორ მარი ჰიუგო“ გადაიტანა გვერდზე „ჰიუგო ვიქტორ მარი“ გადა...)
ხაზი 2: ხაზი 2:
 
'''ვიქტორ მარი ჰიუგო''' − (''ფრანგ.'' Victor Marie Hugo, 1802-1885), ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, რომანტიზმის მამამთავარი.  
 
'''ვიქტორ მარი ჰიუგო''' − (''ფრანგ.'' Victor Marie Hugo, 1802-1885), ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, რომანტიზმის მამამთავარი.  
  
მან ითამაშა მნიშვნელოვანი როლი ფრანგული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, იყო რომანტიკული თეატრის თეორეტიკოსი და წამყვანი დრამატურგი. ახალგაზრდობაში წერდა კლასიცისტურ [[ტრაგედია|ტრაგედიებს]] („ირტამენა“, „ატელია ანუ სკანდინავიელები“) და [[მელოდრამა|მელოდრამებს]] („ინეს დე კასტრო“, „ემი რობსარ“). 1827 წ. გამოაქვეყნა [[დრამა (ლიტერატურა)|დრამა]] „კრომველი“, რომლის წინასიტყვაობა იქცა [[რომანტიზმი]]ს პროგრამად. იგი ილაშქრებს [[კლასიციზმი თეატრალურ ხელოვნებაში|კლასიციზმი]]ს წოდებრივი დოგმატიზმის, უმოქმედობის, „[[სამი ერთიანობის კანონი|სამი ერთიანობი]]ს“ წესის წინააღმდეგ, მოითხოვს ცხოვრებრივი კონტრასტების ასახვას. ამ მიზნით იგი შეიმუშავებს კონტრასტების პოეტიკას, სადაც ითხოვს დრამაში ამაღლებულის და გროტესკულის, ტრაგიკულის და კომიკურის, ზნეობის, ხასიათების, ეპოქის კოლორიტის გაერთიანებას. ფრანგული რომანტიკული დრამატურგიის განვითარებისთვის საეტაპო მნიშვნელობა ჰქონდა დრამას „მარიონ დელორმი“. ამას მოჰყვა დრამა „ერნანი“, პიესები „მეფე თავს ირთობს“, „ლუკრეცია ბორჯა“, „მარია ტიუდორი“, „ანჯელო“, „რუი-ბლაზი“. შემრიგებლური ხასიათისაა დრამა „ბურგგრაფები“. მისი მომდევნო დრამები „გასამრჯელო ათასი ფრანკი“, „ტორკვემადა“ (და სხვ.) სცენაზე ვერ დამკვიდრდა. ჰიუგოს დრამატურგია შევიდა მთელი ევროპული თეატრის [[რეპერტუარი|რეპერტუარში]].
+
უდიდესი რომანტიკოსი დრამატურგი და რომანტიკული თეატრის თეორეტიკოსი იყო. მან დიდი შემოქმედებითი გზა განვლო. იგი [[ნაპოლეონ ბონაპარტი|ნაპოლეონი]]ს [[არმია|არმიის]] [[გენერალი|გენერლის]] ოჯახში დაიბადა. მწერლის დედა, მდიდარი ბურჟუაზიული ოჯახიდან, ბოლომდე მონარქიული შეხედულებების ერთგული დარჩა. დედის გარდაცვალების შემდეგ, ჰიუგო, თავის ძმებთან ერთად, აარსებს ჟურნალს, რომლის წყალობითაც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. ამ დროისათვის მას უკვე იცნობენ, როგორც რომანტიზმის წინამძღვარს.
 +
 
 +
1841 წელს ჰიუგოს საფრანგეთის აკადემიის წევრად ირჩევენ. 1843 წელს დაიღუპა მისი ერთ-ერთი ქალიშვილი (მას 5 შვილი ჰყავდა), ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა მასზე. მწერალი თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და პოლიტიკაში მიდის. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ჰიუგო ემიგრირებს [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნებში და მხოლოდ 18 წლის შემდეგ ბრუნდება პარიზში. ვიქტორ ჰიუგო საფრანგეთის ეროვნული გმირი იყო.
 +
 
 +
ჰიუგოს ადრეულმა ლიტერატურულმა ცდებმა მას მონარქისტისა და კლასიკოსის რეპუტაცია მოუპოვეს. თუმცა 20-იანი წლების წინარევოლუციური საფრანგეთის პოლიტიკური ატმოსფეროს ზეგავლენით, ჰიუგო სძლევს თავის იდეურ-ესთეტიკურ კონსერვატიზმს და რომანტიკული მოძრაობის მონაწილე, შემდგომში კი პროგრესული, დემოკრატიული რომანტიზმის ხელმძღვანელი ხდება.
 +
 
 +
ჰიუგოს შემოქმედების იდეური პათოსი მისი მსოფლმხედველობის ძირითადი ნიშნებით განისაზღვრებოდა. ეს ნიშნები იყო: სოციალური უსამართლობის სიძულვილი, ყველა დამცირებულისა და დაჩაგრულის ქომაგობა, ძალადობის გმობა და ჰუმანიზმის ქადაგება. ეს იდეები ასაზრდოებდა ჰიუგოს მთელ შემოქმედებას - რომანებს, მის პოეზიას, დრამატურგიას, პუბლიცისტიკას და პოლიტიკურ პამფლეტებს.
 +
 
 +
თუ არ ჩავთვლით სიჭაბუკეში დაწერილ და გამოქვეყნებულ [[ტრაგედია|ტრაგედიებს]], ჰიუგოს დრამატურგიის საწყისს რომანტიკული დრამა „კრომველი“ წარმოადგენს (1827), რომლის წინასიტყვაობაც რომანტიკოსთა მანიფესტად იქცა.
 +
 
 +
„კრომველი“ - ეს გაბედულად მართალი დრამა“, როგორც მას ჰიუგო უწოდებდა, სცენაზე ვერ მოხვდა. [[პიესა]]ში ავტორმა სცადა წამოეწყო მის მიერ წინასიტყვაობაში განცხადებული მხატვრული რეფორმა, მაგრამ ნაწარმოების იდეურმა გაურკვევლობამ და დრამატურგიულმა გაუმართაობამ შეუშალა ხელი, უზარმაზარი ზომის პიესა კომპოზიციურად არ იყო შეკრული, მოქმედებები დაუხვეწავი იყო. ეს ყოველივე ჰიუგოს ნაწარმოებისთვის გადაულახავ წინააღმდეგობად იქცა სცენისკენ მიმავალ გზაზე.
 +
 
 +
დრამა „კრომველი“ პოლიტიკურ და ლიტერატურულ რეაქციასთან ჰიუგოს კავშირის საბოლოო გაწყვეტის დადასტურება იყო. დრამა კლასიციზმის კანონების შესაბამისად კი არა, არამედ შექსპირისეული ისტორიული ქრონიკების მაგალითზეა დაწერილი.
 +
 
 +
საფრანგეთის ივლისის რევოლუციის ტალღაზე ამოზრდილი ჰიუგოს დრამატურგია თავისუფალი აზროვნებითა და ღრმა დემოკრატიზმით იყო გამსჭვალული. 1829-1842 წლების შუალედში მწერალმა შექმნა რვა რომანტიკული დრამა, რომლებმაც სათავე დაუდეს მნიშვნელოვან ეტაპს ფრანგული თეატრის განვითარებაში. ამ დრამებიდან პირველი „მარიონ დელორმი, ანუ დუელი რიშელიეს ეპოქაში“ (1829) ცენზურამ აკრძალა, რომელმაც გონებასუსტი ლუი XIII-ის სახეში, იმხანად ტახტზე მჯდომ მეფე შარლ მეათეზე მინიშნება დაინახა. პიესა სცენაზე მხოლოდ 1831 წელს, ბურბონების დამხობის შემდეგ დაიდგა.
 +
 
 +
რომანტიკული თეატრის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ჰიუგოს მეორე დრამამ ითამაშა და ეს დრამა იყო „ერნანი“ (1830). ამ დრამის შესავალში, ჰიუგომ თავის რომანტიზმს „ლიტერატურაში ლიბერალიზმი“ უწოდა, თავად დრამაში კი, საზოგადოების მიერ გარიყული ადამიანი, ტრაგიკულ გმირად და მეფის მეტოქედ გამოიყვანა. [[კლასიციზმი თეატრალურ ხელოვნებაში|კლასიციზმი]]ს ტრადიციების ერთგული თეატრის, „[[კომედი ფრანსეზი|კომედი ფრანსეზ]]“-ის სცენაზე ამ პიესის დადგმა საზოგადოებამ თამამ გამოწვევად
 +
აღიქვა. „ერნანი“, „კლასიკოსებს“ და „რომანტიკოსებს“ შორის მწვავე დაპირისპირების საგანი გახდა. „ერნანისთვის“ ბრძოლა რომანტიზმის გამარჯვებით დამთავრდა და რომანტიზმმა თეატრში არსებობის უფლება მოიპოვა.
 +
 
 +
1830 წელს ივლისის რევოლუციის შემდეგ, რომანტიზმი წამყვანი თეატრალური მიმდინარეობა ხდება. 1831 წელს დაიდგა ბურბონების მმართველობის ბოლო წლებში აკრძალული ჰიუგოს დრამა „მარიონ დელორმი“. ამის შემდეგ რეპერტუარში ერთი მეორის მიყოლებით შედის მისი პიესები: „მეფე ერთობა“ (1832), „მარიამ ტიუდორი“ (1833), „რუი ბლაზი“ (1838). ჰიუგოს დემოკრატიული სიმპათიები ამ დრამებში უფრო და უფრო ძლიერდება. მისი მომდევნო დრამები „გასამრჯელო ათასი ფრანკი“, „ტორკვემადა“ (და სხვ.) სცენაზე ვერ დამკვიდრდა. ჰიუგოს დრამატურგია შევიდა მთელი ევროპული თეატრის [[რეპერტუარი|რეპერტუარში]].
 +
 
 +
 
  
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
* [[მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III]]
 
[[კატეგორია:ფრანგი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია: დრამატურგები]]
 
[[კატეგორია: დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ფრანგი პოეტები]]

21:46, 18 ივლისი 2023-ის ვერსია

ვიქტორ მარი ჰიუგო

ვიქტორ მარი ჰიუგო − (ფრანგ. Victor Marie Hugo, 1802-1885), ფრანგი მწერალი, პოეტი, დრამატურგი, რომანტიზმის მამამთავარი.

უდიდესი რომანტიკოსი დრამატურგი და რომანტიკული თეატრის თეორეტიკოსი იყო. მან დიდი შემოქმედებითი გზა განვლო. იგი ნაპოლეონის არმიის გენერლის ოჯახში დაიბადა. მწერლის დედა, მდიდარი ბურჟუაზიული ოჯახიდან, ბოლომდე მონარქიული შეხედულებების ერთგული დარჩა. დედის გარდაცვალების შემდეგ, ჰიუგო, თავის ძმებთან ერთად, აარსებს ჟურნალს, რომლის წყალობითაც ლიტერატურულ წრეებში ცნობილი ხდება. ამ დროისათვის მას უკვე იცნობენ, როგორც რომანტიზმის წინამძღვარს.

1841 წელს ჰიუგოს საფრანგეთის აკადემიის წევრად ირჩევენ. 1843 წელს დაიღუპა მისი ერთ-ერთი ქალიშვილი (მას 5 შვილი ჰყავდა), ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა მასზე. მწერალი თავს ანებებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და პოლიტიკაში მიდის. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ჰიუგო ემიგრირებს ევროპის ქვეყნებში და მხოლოდ 18 წლის შემდეგ ბრუნდება პარიზში. ვიქტორ ჰიუგო საფრანგეთის ეროვნული გმირი იყო.

ჰიუგოს ადრეულმა ლიტერატურულმა ცდებმა მას მონარქისტისა და კლასიკოსის რეპუტაცია მოუპოვეს. თუმცა 20-იანი წლების წინარევოლუციური საფრანგეთის პოლიტიკური ატმოსფეროს ზეგავლენით, ჰიუგო სძლევს თავის იდეურ-ესთეტიკურ კონსერვატიზმს და რომანტიკული მოძრაობის მონაწილე, შემდგომში კი პროგრესული, დემოკრატიული რომანტიზმის ხელმძღვანელი ხდება.

ჰიუგოს შემოქმედების იდეური პათოსი მისი მსოფლმხედველობის ძირითადი ნიშნებით განისაზღვრებოდა. ეს ნიშნები იყო: სოციალური უსამართლობის სიძულვილი, ყველა დამცირებულისა და დაჩაგრულის ქომაგობა, ძალადობის გმობა და ჰუმანიზმის ქადაგება. ეს იდეები ასაზრდოებდა ჰიუგოს მთელ შემოქმედებას - რომანებს, მის პოეზიას, დრამატურგიას, პუბლიცისტიკას და პოლიტიკურ პამფლეტებს.

თუ არ ჩავთვლით სიჭაბუკეში დაწერილ და გამოქვეყნებულ ტრაგედიებს, ჰიუგოს დრამატურგიის საწყისს რომანტიკული დრამა „კრომველი“ წარმოადგენს (1827), რომლის წინასიტყვაობაც რომანტიკოსთა მანიფესტად იქცა.

„კრომველი“ - ეს გაბედულად მართალი დრამა“, როგორც მას ჰიუგო უწოდებდა, სცენაზე ვერ მოხვდა. პიესაში ავტორმა სცადა წამოეწყო მის მიერ წინასიტყვაობაში განცხადებული მხატვრული რეფორმა, მაგრამ ნაწარმოების იდეურმა გაურკვევლობამ და დრამატურგიულმა გაუმართაობამ შეუშალა ხელი, უზარმაზარი ზომის პიესა კომპოზიციურად არ იყო შეკრული, მოქმედებები დაუხვეწავი იყო. ეს ყოველივე ჰიუგოს ნაწარმოებისთვის გადაულახავ წინააღმდეგობად იქცა სცენისკენ მიმავალ გზაზე.

დრამა „კრომველი“ პოლიტიკურ და ლიტერატურულ რეაქციასთან ჰიუგოს კავშირის საბოლოო გაწყვეტის დადასტურება იყო. დრამა კლასიციზმის კანონების შესაბამისად კი არა, არამედ შექსპირისეული ისტორიული ქრონიკების მაგალითზეა დაწერილი.

საფრანგეთის ივლისის რევოლუციის ტალღაზე ამოზრდილი ჰიუგოს დრამატურგია თავისუფალი აზროვნებითა და ღრმა დემოკრატიზმით იყო გამსჭვალული. 1829-1842 წლების შუალედში მწერალმა შექმნა რვა რომანტიკული დრამა, რომლებმაც სათავე დაუდეს მნიშვნელოვან ეტაპს ფრანგული თეატრის განვითარებაში. ამ დრამებიდან პირველი „მარიონ დელორმი, ანუ დუელი რიშელიეს ეპოქაში“ (1829) ცენზურამ აკრძალა, რომელმაც გონებასუსტი ლუი XIII-ის სახეში, იმხანად ტახტზე მჯდომ მეფე შარლ მეათეზე მინიშნება დაინახა. პიესა სცენაზე მხოლოდ 1831 წელს, ბურბონების დამხობის შემდეგ დაიდგა.

რომანტიკული თეატრის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ჰიუგოს მეორე დრამამ ითამაშა და ეს დრამა იყო „ერნანი“ (1830). ამ დრამის შესავალში, ჰიუგომ თავის რომანტიზმს „ლიტერატურაში ლიბერალიზმი“ უწოდა, თავად დრამაში კი, საზოგადოების მიერ გარიყული ადამიანი, ტრაგიკულ გმირად და მეფის მეტოქედ გამოიყვანა. კლასიციზმის ტრადიციების ერთგული თეატრის, „კომედი ფრანსეზ“-ის სცენაზე ამ პიესის დადგმა საზოგადოებამ თამამ გამოწვევად აღიქვა. „ერნანი“, „კლასიკოსებს“ და „რომანტიკოსებს“ შორის მწვავე დაპირისპირების საგანი გახდა. „ერნანისთვის“ ბრძოლა რომანტიზმის გამარჯვებით დამთავრდა და რომანტიზმმა თეატრში არსებობის უფლება მოიპოვა.

1830 წელს ივლისის რევოლუციის შემდეგ, რომანტიზმი წამყვანი თეატრალური მიმდინარეობა ხდება. 1831 წელს დაიდგა ბურბონების მმართველობის ბოლო წლებში აკრძალული ჰიუგოს დრამა „მარიონ დელორმი“. ამის შემდეგ რეპერტუარში ერთი მეორის მიყოლებით შედის მისი პიესები: „მეფე ერთობა“ (1832), „მარიამ ტიუდორი“ (1833), „რუი ბლაზი“ (1838). ჰიუგოს დემოკრატიული სიმპათიები ამ დრამებში უფრო და უფრო ძლიერდება. მისი მომდევნო დრამები „გასამრჯელო ათასი ფრანკი“, „ტორკვემადა“ (და სხვ.) სცენაზე ვერ დამკვიდრდა. ჰიუგოს დრამატურგია შევიდა მთელი ევროპული თეატრის რეპერტუარში.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები