სექტორი (მათემატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სექტორი''' – 1) ბრტყელი ფიგურის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:09, 9 აგვისტო 2023 მდგომარეობით

სექტორი – 1) ბრტყელი ფიგურის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ამ ფიგურის შიგა წერტილიდან გამომავალი ორი ნახევარწრფითა და ფიგურის კონტურის რკალით.

Seqtori.PNG

წრის სექტორი – წრის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ორი რადიუსითა და მათ შორის მდებარე რკალით. წრიული სექტორის ფართობი

S = πr2 α0 / 360° = r2α /2 = 1r/2,

სადაც α0 და α არის რკალის შესაბამისი ცენტრალური კუთხე გრადუსებსა ან რადიანებში, r – წრის რადიუსი, l – რკალის სიგრძე.

2) სხეულის ნაწილი, შემოსაზღვრული იმ კონუსური ზედაპირით, რომლის წვერო სხეულის შიგნითაა, და ამ ზედაპირის მიერ სხეულის ზედაპირზე ამოჭრილი ნაწილით.

მაგალითად, წრიული სექტორი - წრის ნაწილი, რომელიც შემოსაზღვრულია ორი რადიუსით და მათ შორის მოთავსებული წრეწირის რკალით.

ეს სიტყვა წარმოშობილია ლათინური seco -დან, რაც სიტყვასიტყვითი თარგმანია ბერძნული სიტყვისა αποτμημα. ზოგიერთი ავტორისათვის ის ნიშნავდა ბრტყელი ან სივრცითი ფიგურიდან ჩამოჭრილ ფრაგმენტს. ევკლიდე მას იყენებდა აგრეთვე წრის, ცილინდრის ან კონუსის სეგმენტის სახელწოდებად.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები