ამირანოლოგია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ამირანოლოგია''' – ქართული ფოლკლორისტიკის შემადგენელი დარგ...) |
01:34, 17 აგვისტო 2023-ის ვერსია
ამირანოლოგია – ქართული ფოლკლორისტიკის შემადგენელი დარგი რომელიც კავკასიის ქედზე მიჯაჭვული ამირანის თქმულებას სწავლობს ისტორიულ განვითარებაში. ამირანის პრობლემას დიდი ხნის ისტორია აქვს მეცნიერებასა და მხატვრულ შემოქმედებაში, მაგრამ ამირანოლოგიას ასე ხანგრძლივი წარსული არ გააჩნია.
ამჟამად ამირანოლოგია საერთამორისო ფოლკლორისტიკის ორბიტშია მოქცეული და მრავალმხრივ საყურადღებო გამოკვლევები იბეჭდება ქართულ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ, უნგრულ, ჩეხურ, ხორვატულ და სხვ ენებზე. ამირანოლოგია ქართველთმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის ისეთივე განუყრელი თანამგზავრი, როგორც თვითონ ამირანიანია ამ ხალხთა კულტურის შემადგენელი ნაწილი.