ხალხური დრამა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ხალხური დრამა''' – უშუალოდ ხალხის წიაღში წარმოშობილი თეატრალიზებული სანახაობა, მჭიდრო კავშირში მყოფი ხალხურ ზეპირსიტყვიერებასთან დრამატული ქმედების ელემენტები მოცემული იყო საერო, საკულტო და რელიგიურ დღესასწაულებში. [[დიონისე]]ს საპატივცემულოდ გამართული ძველ-ბერძნული სამიწათმოქმედო დღესასწაულებიდან იშვა ბერძნული [[ტრაგედია]] და [[კომედია]]. ხალხური დრამის ნაშთები ყველა ხალხებშია შემორჩენილი და უაღრესად საინტერესო მასალას გვაწვდის ამა თუ იმ ერის ეთნოგენეზის და ეთნო-კულტურის ირგვლივ.
+
'''ხალხური დრამა''' – დიალოგური ფოლკლორული ნაწარმოები, რომლის საჯარო გასცენიურება ხდება ღია ცის ქვეშ ან სპეციალურად ამისთვის დანიშნულ [[შენობა]]ში. ხალხური დრამატიული შემოქმედება ისევე ძველია, როგორც [[ფოლკლორი]] საერთოდ. პირველყოფილი სინკრეტიზმის დაშლის პერიოდიდან გამოყოფა იწყო სიტყვიერების ცალკე გვარმა. რომლის ნიმუშები ერთდროულად გასაგონად და დასანახად იყო განკუთვნილი. მოსასმენად სიტყვიერი ტექსტი იქმნებოდა, დასანახად კი დრამატიული მოქმედება – სპეციალურად გადაცმულ-შენიღბული პირების. ამგვარად, ხალხურ დრამაში მხატვრული სიტყვა და მოქმედება ისე ორგანულად ერთიანდება რომ მათი დამორიშორება შეუძლებელია. ისინი მნიშვნელობითაც არ ჩამოუვარდებიან ერთმანეთს და რთულ კომპლექსს სინთეზურ ხელოვნებას ქმნიან. საბოლოო საფეხურზე
 
+
იგი [[თეატრი]]ს სახეს იღებს. ხალხური თეატრი სანახაობებში იღებს სათავეს.  მისი საწყისები, მიკვლეულია მასიურ თამაშობებსა და ფერხულებში, სხვადასხვა საწესჩვეულებო მოქმედებაში, ხატობა-დღეობებში, სამეურნეო მოქმედებასა და რელეგიურ [[მისტერია|მისტერიებში]].  
  
 +
ხალხური დრამის უმარტივესი ფორმები თვით ზეპისიტყვიერების შესრულებაშია ჩაქსოვილი. დახელოვნებული მთქმელია არ სჯერდება ტექსტის სიტყვიერ გადმოცემას. შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით იგი ხან მუსიკალურ სავრავს მიმართავს, მღერის, ხან ცეკვავს, ზოგჯერ ბაძავს ან დასცინის ვიღაცას, სხეულის
 +
მოძრაობითა და მიმიკით გვიქმნის ისეთ განწყობილებას, რასაც მონათხრობი მოითხოვს. ფრლკლორული, ნაწარმოების გასცენიურების დროს მაყურებელიც არის და მსახიობიც, ტექსტი შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს მტკიცედ ჩამრყალიბებული, დრაამისებურად გაფორმებული. სანახაობრივ მოქმედებათა ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ ხატობის დროს [[ქადაგი|ქადაგად]] დაცემის ტრადიცია. ქადაგი საკილტო მსახიობის როლშიც გამოდის. დრამატიული მომენტებით მდიდარია საწესჩვეულებო პოეზია.  თითქმის, ყოველი საწესჩვეულებო ცერემონიალი ხალხური წარმოდგენის ფორმას ატარებს. ასეთის ქორწილა, ძეობა, [[დატირება]], ლაზარობა, [[ბერიკაობა]], [[ყეენობა]], [[ალილო]], ჭონა, საგაზაფხულო თამაშობა გართობათა მთელი წყება. აქ გარკვევით ჩანს გუნდი, ერთპიროვნული შემსრულებლები (დედოფალი, ნაირსახოვანი [[ბერიკა|ბერიკები]], ყაენი, ვეზირები, საჩუქართა მზიდავები, მაცნენი) – ნიღბებსა და პროფესიულობის შესაფერის ტანსაცმელში გამოწყობილი „მსახიობები“. ასეთ სანახაობებში დომინანტობს მოქმედება და
 +
არა მხატვრული სიტყვა.
  
 +
ხალხური დრამის განვითარება სცილდება საწესჩეულებო გარემოს. იგიც საყრფაცხოგრებო და საზოგადოებრივი  მნიშვნელობის თემატიკის ასახვას „იწყებს. მუშავდება ტრაგიკული და კომედიური [[ჟანრი|ჟანრების]], [[რეპერტუარი]] (თორმეტი თვენი, რძალი და დედამთილი, თხა და ვენახი). ეპიკური ძეგლებ [[ამირანიანი]]სა და [[ეთერიანი]]ს სახით. დრამატიულ ეპიზოდებს უხვად შეიცავს მათი საჯარო შესრულება. ხდებოდა.სხვადასხვა დანიშნულების ფერხულისა და წარმთდგენის დროს.
  
 +
''მ. ჩიქოვანი''
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:დრამა]]
 
[[კატეგორია:დრამა]]

19:57, 22 აგვისტო 2023-ის ვერსია

ხალხური დრამა – დიალოგური ფოლკლორული ნაწარმოები, რომლის საჯარო გასცენიურება ხდება ღია ცის ქვეშ ან სპეციალურად ამისთვის დანიშნულ შენობაში. ხალხური დრამატიული შემოქმედება ისევე ძველია, როგორც ფოლკლორი საერთოდ. პირველყოფილი სინკრეტიზმის დაშლის პერიოდიდან გამოყოფა იწყო სიტყვიერების ცალკე გვარმა. რომლის ნიმუშები ერთდროულად გასაგონად და დასანახად იყო განკუთვნილი. მოსასმენად სიტყვიერი ტექსტი იქმნებოდა, დასანახად კი დრამატიული მოქმედება – სპეციალურად გადაცმულ-შენიღბული პირების. ამგვარად, ხალხურ დრამაში მხატვრული სიტყვა და მოქმედება ისე ორგანულად ერთიანდება რომ მათი დამორიშორება შეუძლებელია. ისინი მნიშვნელობითაც არ ჩამოუვარდებიან ერთმანეთს და რთულ კომპლექსს სინთეზურ ხელოვნებას ქმნიან. საბოლოო საფეხურზე იგი თეატრის სახეს იღებს. ხალხური თეატრი სანახაობებში იღებს სათავეს. მისი საწყისები, მიკვლეულია მასიურ თამაშობებსა და ფერხულებში, სხვადასხვა საწესჩვეულებო მოქმედებაში, ხატობა-დღეობებში, სამეურნეო მოქმედებასა და რელეგიურ მისტერიებში.

ხალხური დრამის უმარტივესი ფორმები თვით ზეპისიტყვიერების შესრულებაშია ჩაქსოვილი. დახელოვნებული მთქმელია არ სჯერდება ტექსტის სიტყვიერ გადმოცემას. შთაბეჭდილების გაძლიერების მიზნით იგი ხან მუსიკალურ სავრავს მიმართავს, მღერის, ხან ცეკვავს, ზოგჯერ ბაძავს ან დასცინის ვიღაცას, სხეულის მოძრაობითა და მიმიკით გვიქმნის ისეთ განწყობილებას, რასაც მონათხრობი მოითხოვს. ფრლკლორული, ნაწარმოების გასცენიურების დროს მაყურებელიც არის და მსახიობიც, ტექსტი შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს მტკიცედ ჩამრყალიბებული, დრაამისებურად გაფორმებული. სანახაობრივ მოქმედებათა ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ ხატობის დროს ქადაგად დაცემის ტრადიცია. ქადაგი საკილტო მსახიობის როლშიც გამოდის. დრამატიული მომენტებით მდიდარია საწესჩვეულებო პოეზია. თითქმის, ყოველი საწესჩვეულებო ცერემონიალი ხალხური წარმოდგენის ფორმას ატარებს. ასეთის ქორწილა, ძეობა, დატირება, ლაზარობა, ბერიკაობა, ყეენობა, ალილო, ჭონა, საგაზაფხულო თამაშობა გართობათა მთელი წყება. აქ გარკვევით ჩანს გუნდი, ერთპიროვნული შემსრულებლები (დედოფალი, ნაირსახოვანი ბერიკები, ყაენი, ვეზირები, საჩუქართა მზიდავები, მაცნენი) – ნიღბებსა და პროფესიულობის შესაფერის ტანსაცმელში გამოწყობილი „მსახიობები“. ასეთ სანახაობებში დომინანტობს მოქმედება და არა მხატვრული სიტყვა.

ხალხური დრამის განვითარება სცილდება საწესჩეულებო გარემოს. იგიც საყრფაცხოგრებო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის თემატიკის ასახვას „იწყებს. მუშავდება ტრაგიკული და კომედიური ჟანრების, რეპერტუარი (თორმეტი თვენი, რძალი და დედამთილი, თხა და ვენახი). ეპიკური ძეგლებ ამირანიანისა და ეთერიანის სახით. დრამატიულ ეპიზოდებს უხვად შეიცავს მათი საჯარო შესრულება. ხდებოდა.სხვადასხვა დანიშნულების ფერხულისა და წარმთდგენის დროს.

მ. ჩიქოვანი


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები