თავისპირის ლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თავისპირის ლექსი''' – საერთო ზომასა და რითმზე დამყარებული დ...)

00:48, 24 აგვისტო 2023-ის ვერსია

თავისპირის ლექსი – საერთო ზომასა და რითმზე დამყარებული დიალოგური ლექსის ტრადიცია მთაში: როცა ორი მოლექსე პირისპირ ეჯიბრება ერთმანეთს და სალექსო სტრიქონებს გონებამახვილურად აწყობს. ფშაური კაფიის შესაბამისი ხევსურული ტერმინი. პოეტურ შეჯიბრში ვინც უფრო აზრიანსა და გაგებულ ლექსს იტყვის ერთყუვზე გამარჯვებაც მას რჩება. მამა-შვილის შემღერნება-გალექსების ხევსურული ნიმუში ასეთია:

მამა: გიორგი შემომიმღერე, მამა ენაცვლოს შვილსაო,
შვილი: ნეტავი ჩემო მამაო, არ მოსცდებოდე ძილსაო,
წახვიდოდ, დაიძინოდი, ლოგინს ნახავდი თბილსაო.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები