ისტორიული პოეტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ისტორიული პოეტიკა''' – ლიტერატურისმცოდნეობის ერთ-ერთი დარგ...)

23:04, 25 აგვისტო 2023-ის ვერსია

ისტორიული პოეტიკა – ლიტერატურისმცოდნეობის ერთ-ერთი დარგი, რომელიც შეისწავლის მხატვრული ნაწარმოების სტილს, არკვევს მხატვრული ენის განვითარების ისტორიულ პროცეს. ისტორიულ პოეტიკას განსაკუთრებული როლი ენიჭება ფოლკლორის სფეროში. ფოლკლორი, როგორც ლიტერატურამდელი მოვლენა, გენეტიკურად ადამიანის მხატვრული აზროვნების ჩამოყალიბების პირველსავე საფეხურებს უკავშირდება. მან განვლო განვითარების ძალზედ რთული და ხანგრძლივი, მაგრამ ამასთანავე ბუნებრივი გზა. ისტორიული პოეტიკა, ფოლკლორულ მასალაზე დაყრდნობით, არკვევს როგორ ჩაისახა და განვითარების რა პროცესი გაიარა მხატვრულმა ენამ სტილმა, სიმბოლოებმა და სახეებმა, ცალკეულმა გამომსახველობითმა ხერხებმა.

ჯ. ბარდაველიძე


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები