კატენოიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კატენოიდი''' – ზედაპირი, რომელიც მიიღ...)
 

მიმდინარე ცვლილება 15:40, 8 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

კატენოიდიზედაპირი, რომელიც მიიღება y=ach(x/a) ჯაჭვწირის ბრუნვით 0x ღერძის გარშემო. კატენოიდი არის ბრუნვით ზედაპირთა შორის ერთადერთი მინიმალური ზედაპირი.

Katenoidi.PNG

მის განტოლებას აქვს სახე:

Katen005.png

თუ s1 და s2 არიან წრეწირები, რომლებიც მიიღებიან კატენოიდის და z = - c, z = + c სიბრტყეების თანაკვეთით, მაშინ ნებისმიერ ზედაპირს, რომელიც აერთებს ამ წრეწირების ნაპირებს, აქვთ მეტი ფართობი, ვიდრე ამ წრეწირების შემაერთებელ კატენოიდს.

s1 და s2 წრეწირების შემაერთებელ საპნის აფსკს, შიგა ძალების მოქმედებით, აქვს კატენოიდის ფორმა.

სახელწოდება წარმოდგება ლათინური სიტყვიდან catenae – „ჯაჭვი“ და ბერძნ. eidos – „სახე“, „გარეგნობა“. ტერმინი ნიშნავს „ჯაჭვწირით წარმოშობილს“. ეს ზედაპირი აღმოაჩინა მენიემ (1776). სახელწოდება შემოთავაზებულია პეანოს მიერ.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები