მაღალი შაირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მაღალი შაირი''' – (იგიეე – მოკლე შაირი) – შაირის ერთ–ერთი სახე...)
 
(ლიტერატურა)
ხაზი 17: ხაზი 17:
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==
ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1952;  
+
* ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1952;  
ჯ. ბარდაველიძე, „ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.  
+
* ჯ. ბარდაველიძე, „ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]]
 
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]]
 
[[კატეგორია:შაირის სახეობა]]
 
[[კატეგორია:შაირის სახეობა]]

00:02, 16 სექტემბერი 2023-ის ვერსია

მაღალი შაირი – (იგიეე – მოკლე შაირი) – შაირის ერთ–ერთი სახეობა. ქორე-დაქტილურ ტერფებზე დამყარებული 8 ან 16-მარცვლიანი სალექსო საზომი. დაბალი შაირისაგან), ძირითადად, ქორეული კლაუზულით განსხვავდება. წარმოშობით ფოლკლორულია. გავრცელებულია როგორც ხალხურ პოეზიაში, ასევე ლიტერატურაში. მაღალი შაირის ნიმუში, მისთვის დამახასიათებელი მეტრული სტრუქტურით მწიგნობრულად დამოწმებულია მე-10 საუკუნეში „ფილიპე ბეთლემის“ სახელწოდებით. მაღალი შაირი რომ გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა ხალხურ პოეზიაში, ამას ადასტურებს მისი ფართო გავრცელება უძველეს საწესჩვეულებო, საგმირო და შრომის ლექს-სიმღერებში. ეს საზომი გამოყენებულია აგრეთვე „ამირანიანის“ უძველეს ფრაგმენტებში.

მაღალი შაირი, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოს ხალხურ პოეზიაშია გავრცელებული. რვამარცვლიანის ნიმუშია:

ჩემო მკვლელო, ჩემო მწველო,
ჩემო ახლო მეზობელო.

თექვსმეტმარცვლიანია:

სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი,
გადიარეს ცხრანი მთანი, მეათენი.

ჯ. ბარდაველიძე


ლიტერატურა

  • ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1952;
  • ჯ. ბარდაველიძე, „ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები