მებოლოვე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მებოლოვე''' – ტივზე ბოლო მიმყოლი, ბოლო მეტივე. ტივს ორი...) |
00:18, 18 სექტემბერი 2023-ის ვერსია
მებოლოვე – ტივზე ბოლო მიმყოლი, ბოლო მეტივე. ტივს ორი ან სამი კაცი სჭირდება. ერთი ტივის ბოლოზე დგას. სახელწოდებაც აქედანაა, მებოლოვეს მოვალეობაა ტივს სწორი გეზი მისცეს. იგი ფხიზლად დგას სადარაჯოზე და თვალს ადევნებს მიმართულების სიზუსტეს. შრომის პოეზიაში მებოლოვე ხშირად იხსენიება:
- ქარელში ტივი აუშვი, იქვე მოიღერა ყელი,
- საყორნიას მივატანე, ფინთად შემიცვალა ფერი,
- ორივე წყალში დამეხრჩო, მებოლოვე, ხელისმკვრელი.
ფ. ზანდუკელი
ლიტერატურა
- ზ. გულისაშვილი, მოთხრობები, ნარკვევები, 1953;
- შრომის სიმღერები, 1961;
- თ. ოქროშიძე, ქართული ხალხური შრომის პოეზია, 1963.