ლიონიძე სოლომონ
(ახალი გვერდი: '''ლიონიძე სოლომონ''' (1754—1811) — ქართული [[ორატორია|ორატორული ხელო...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ლიონიძე სოლომონ''' ( | + | '''ლიონიძე სოლომონ''' (1754-1811) — ქართული ორატორული ხელოვნების უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, სახელმწიფო მოღვაწე. დაიბადა [[კახეთი|კახეთში]], სოფელ კონდოლში, თელავის სამეფო კარის [[დეკანოზი|დეკანოზის]] ოჯახში. განათლება სამეფო კართან არსებულ სკოლაში მიიღო. იყო [[ერეკლე მეორე|ერეკლე მეორის]] უახლოესი მრჩეველი და დიპლომატი — ეჭირა სახელმწიფო მსაჯულისა და [[მდივანი|მდივნის]] თანამდებობანი. იღვწოდა [[საქართველო|საქართველოს]] გაერთიანებისათვის, ქვეყნის ეკონომიკური და [[სამხედრო ძლიერება|სამხედრო ძლიერების]], ეროვნული [[კულტურა|კულტურის]] წინსვლისათვის. მისი აქტიური მონაწილეობით დაიდო 1783 წ. [[ტრაქტატი]] საქართველოსა და რუსეთს შორის. [[ერეკლე II|ერეკლე]]ს გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკური [[ორიენტაცია|ორიენტაციის]] გამო დააპატიმრეს (1801), მალევე გაათავისუფლეს. 1802 წლიდან [[იმერეთი|იმერთა]] მეფის კარზე მოღვაწეობდა, იყო სოლომონ მეორის მრჩეველი და დიპლომატი. სოლომონ მეორის [[თურქეთი|თურქეთს]] გადახვეწის (1810) შემდეგ სოლომონ ლიონიძემ [[ახალციხე|ახალციხეს]] შეაფარა თავი და იქვე აღესრულა მიუსაფარი. |
ს. ლიონიძის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან შემოგვრჩა სამი ორატორული თხზულება. „მიმართვა პავლე პირველისადმი“ (1796) ([[ეპისტოლე|ეპისტოლარული]] მჭერმეტყველების საგულისხმო ძეგლია, რომელშიც ეკატერინე მეორის მიცვალებით გამოწვეულ [[გლოვა|გლოვის]] [[სიუჟეტი|სიუჟეტურ]] მოტივებს ენაცვლება სადღესასწაულო მილოცვის [[პათოსი]] პავლეს [[ტახტი|ტახტზე]] ასვლასთან დაკავშირებით. სადღესასწაულო მჭევრმეტყველების საუცხოო ნიმუშია „შესხმა ალექსანდრე პირველისა“, რომელიც ორატორს იმპერატორის წინაშე წარმოუთქვამს. | ს. ლიონიძის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან შემოგვრჩა სამი ორატორული თხზულება. „მიმართვა პავლე პირველისადმი“ (1796) ([[ეპისტოლე|ეპისტოლარული]] მჭერმეტყველების საგულისხმო ძეგლია, რომელშიც ეკატერინე მეორის მიცვალებით გამოწვეულ [[გლოვა|გლოვის]] [[სიუჟეტი|სიუჟეტურ]] მოტივებს ენაცვლება სადღესასწაულო მილოცვის [[პათოსი]] პავლეს [[ტახტი|ტახტზე]] ასვლასთან დაკავშირებით. სადღესასწაულო მჭევრმეტყველების საუცხოო ნიმუშია „შესხმა ალექსანდრე პირველისა“, რომელიც ორატორს იმპერატორის წინაშე წარმოუთქვამს. | ||
| − | ეროვნული მჭევრმეტყველების იშვიათი ძეგლია სიტყვა, წარმოთქმული [[მცხეთა|მცხეთაში]] ერეკლე მეორის დაკრძალვის დღეს — „[[მოთქმით ტირილი | + | ეროვნული მჭევრმეტყველების იშვიათი ძეგლია [[სიტყვა]], წარმოთქმული [[მცხეთა|მცხეთაში]] ერეკლე მეორის დაკრძალვის დღეს — „[[მოთქმით ტირილი]] [[საქართველო]]ს მეფის ღერკულეს ნეტარებისა ღირსისა“ (1798). მასში გაშლილია რამდენიმე თემატური მოტივი: შეცხადება მეფის სიკვდილისა, მისი [[პიროვნება|პიროვნებისა]] და ღვაწლის წარმოჩენა, ხელმწიფესთან და თანამედროვეებთან შესიტყვება, საკუთარი და საქვეყნო გლოვის ღაღადისი. ეს მოტივები გაცხადებულია სამი სტილისტური ფორმით: მშვიდი, მღელვარე და შემაღლებული თხრობით. [[პათეტიკური|პათეტიკურად]] შემაღლებული [[პასაჟი|პასაჟები]] მონოტონურობას არ იწვევს. რიტმი თავისუფალია და ჰარმონიულად აწესრიგებს მოცულობით განსხვავებულ კომპოზიციურ ერთეულებს. ორატორი გვიპყრობს განმეორებათა, რიტორიკული მიმართვის, შეძახილისა და განცვიფრების ხერხით, ძუნწად ჩართული შორისდებულებით, ტროპული ფიგურებით. |
ძეგლი ორგზის [[თარგმანი|ითარგმნა]] რუსულად. | ძეგლი ორგზის [[თარგმანი|ითარგმნა]] რუსულად. | ||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია: მჭერმეტველება]] | [[კატეგორია: მჭერმეტველება]] | ||
| − | [[კატეგორია:ორატორები]] | + | [[კატეგორია:ქართველი ორატორები]] |
23:31, 26 სექტემბერი 2023-ის ვერსია
ლიონიძე სოლომონ (1754-1811) — ქართული ორატორული ხელოვნების უთვალსაჩინოესი წარმომადგენელი, სახელმწიფო მოღვაწე. დაიბადა კახეთში, სოფელ კონდოლში, თელავის სამეფო კარის დეკანოზის ოჯახში. განათლება სამეფო კართან არსებულ სკოლაში მიიღო. იყო ერეკლე მეორის უახლოესი მრჩეველი და დიპლომატი — ეჭირა სახელმწიფო მსაჯულისა და მდივნის თანამდებობანი. იღვწოდა საქართველოს გაერთიანებისათვის, ქვეყნის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების, ეროვნული კულტურის წინსვლისათვის. მისი აქტიური მონაწილეობით დაიდო 1783 წ. ტრაქტატი საქართველოსა და რუსეთს შორის. ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ პოლიტიკური ორიენტაციის გამო დააპატიმრეს (1801), მალევე გაათავისუფლეს. 1802 წლიდან იმერთა მეფის კარზე მოღვაწეობდა, იყო სოლომონ მეორის მრჩეველი და დიპლომატი. სოლომონ მეორის თურქეთს გადახვეწის (1810) შემდეგ სოლომონ ლიონიძემ ახალციხეს შეაფარა თავი და იქვე აღესრულა მიუსაფარი.
ს. ლიონიძის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან შემოგვრჩა სამი ორატორული თხზულება. „მიმართვა პავლე პირველისადმი“ (1796) (ეპისტოლარული მჭერმეტყველების საგულისხმო ძეგლია, რომელშიც ეკატერინე მეორის მიცვალებით გამოწვეულ გლოვის სიუჟეტურ მოტივებს ენაცვლება სადღესასწაულო მილოცვის პათოსი პავლეს ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით. სადღესასწაულო მჭევრმეტყველების საუცხოო ნიმუშია „შესხმა ალექსანდრე პირველისა“, რომელიც ორატორს იმპერატორის წინაშე წარმოუთქვამს.
ეროვნული მჭევრმეტყველების იშვიათი ძეგლია სიტყვა, წარმოთქმული მცხეთაში ერეკლე მეორის დაკრძალვის დღეს — „მოთქმით ტირილი საქართველოს მეფის ღერკულეს ნეტარებისა ღირსისა“ (1798). მასში გაშლილია რამდენიმე თემატური მოტივი: შეცხადება მეფის სიკვდილისა, მისი პიროვნებისა და ღვაწლის წარმოჩენა, ხელმწიფესთან და თანამედროვეებთან შესიტყვება, საკუთარი და საქვეყნო გლოვის ღაღადისი. ეს მოტივები გაცხადებულია სამი სტილისტური ფორმით: მშვიდი, მღელვარე და შემაღლებული თხრობით. პათეტიკურად შემაღლებული პასაჟები მონოტონურობას არ იწვევს. რიტმი თავისუფალია და ჰარმონიულად აწესრიგებს მოცულობით განსხვავებულ კომპოზიციურ ერთეულებს. ორატორი გვიპყრობს განმეორებათა, რიტორიკული მიმართვის, შეძახილისა და განცვიფრების ხერხით, ძუნწად ჩართული შორისდებულებით, ტროპული ფიგურებით.
ძეგლი ორგზის ითარგმნა რუსულად.
ტექსტი და ლიტერატურა
- ნ. კანდელაკი, ქართული კლასიკური მჭერმეტყველება, 1961.