ლიტურგიკა
(ახალი გვერდი: '''ლიტურგიკა''' — სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც უშუალოდ დ...) |
|||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| − | * [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე,]], ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960; მისივე Иерусалимский канонарь VII в., 1912; მისივე, Литургические памятники, 1918; | + | * [[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე,]], ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960; |
| + | * მისივე Иерусалимский канонарь VII в., 1912; მისივე, Литургические памятники, 1918; | ||
* [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]], ქართველთა [[პეტრიწონის მონასტერი|მონასტერი ბულგარეთში]], 1971. | * [[შანიძე აკაკი|ა. შანიძე]], ქართველთა [[პეტრიწონის მონასტერი|მონასტერი ბულგარეთში]], 1971. | ||
| ხაზი 9: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | ||
| − | + | ||
| − | + | ||
[[კატეგორია:სასულიერო მწერლობა]] | [[კატეგორია:სასულიერო მწერლობა]] | ||
[[კატეგორია:ღვთისმსახურება]] | [[კატეგორია:ღვთისმსახურება]] | ||
| − | |||
23:35, 26 სექტემბერი 2023-ის ვერსია
ლიტურგიკა — სასულიერო მწერლობის დარგი, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია ღვთისმსახურების აღსრულებასთან. სავარაუდებელია, რომ ლიტურგიკულ წიგნთა საჭიროება საქართველოში საცნაური გახდა ქრისტიანობის შემოღებისთანავე. ქართულად ღვთისმსახურების ასრულება V ს-ის მიწურულიდან უკვე დადასტურებულია. ღვთისმსახურება შედგებოდა სამი ელემენტისგან: საკითხავი საღვთო წერილიდან, ლოცვები და საგალობელი ჰიმნები. ღვთისმსახურებისას კითხულობდნენ ახალი აღთქმიდან სახარებასა და სამოციქულოს, ძველიდან — წინასწარმეტყველთაგან ამოკრებილ ადგილებს იკითხებოდა საგანგებო სისტემით ფსალმუნიც. მეორე ელემენტი ღვთისმსახურებისა იყო ლოცვა. წიგნს, რომელიც სხვადასხვა ლოცვებს შეიცავდა, ლოცვანი ეწოდებოდა. მესამე დარგი საღვთისმსახურო წიგნებისა შეიცავდა ჰიმნებს — სასულიერო პოეზიის ნიმუშებს. ჰიმნებში ამკობდნენ დღესასწაულებსა და წმიდანებს. ქართულმა ეკლესიამ იცის ორიგინალური კომპოზიციის საღვთისმსახურო წიგნი — გულანი, რომელშიც თავმოყრილია ყველა ლიტურგიკული წიგნი.
ლიტერატურა
- კ. კეკელიძე,, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960;
- მისივე Иерусалимский канонарь VII в., 1912; მისივე, Литургические памятники, 1918;
- ა. შანიძე, ქართველთა მონასტერი ბულგარეთში, 1971.