სამკუთხედი ჩახაზული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სამკუთხედი ჩახაზული''' – სამკუთხედი, რომლის სამივე წვერო მდ...) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „სამკუთხედი ჩახაზული“ გადაიტანა გვერდზე „[[წრეწირში ჩახაზული სამკ...) |
16:36, 27 სექტემბერი 2023-ის ვერსია
სამკუთხედი ჩახაზული – სამკუთხედი, რომლის სამივე წვერო მდებარეობს მოცემულ წრეწირზე. სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის ცენტრი მდებარეობს სამკუთხედის გვერდების შუა წერტილებზე აღმართული პერპენდიკულარების გადაკვეთის წერტილში. წრეწირის ნებისმიერი M წერტილიდან ამ წრეში ჩახაზული სამკუთხედის გვერდებზე დაშვებული პერპენდიკულარების ფუძეები მდებარეობენ ერთ წრფეზე. ამ წრფეს ეწოდება სიმსონის წრფე M წერტილში აღებული სამკუთხედის მიმართ.
სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის ცენტრი, ამ სამკუთხედის გვერდებზე წვეროებიდან დაშვებული სიმაღლეების გადაკვეთის წერტილი და მედიანების გადაკვეთის წერტილი ერთ წრფეზე მდებარეობს.