ალექსანდრიანი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | + | '''ალექსანდრიანი''' – (XVIII ს.), თარგმნილი ძეგლი, რომელშიც აღწერილია [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს [[ლეგენდა]]დ ქცეული თავგადასავალი. ქართულად არსებობდა უფრო ძველი თარგმანიც, მაგრამ ჩვენამდე არ შემონახულა. „ალექსანდრიანის“ მთარგმნელია [[არჩილ II|არჩილ მეფე]]. [[ხახანაშვილი ალექსანდრე|ა. ხახანაშვილი]]ს დაკვირვებით, მას ტექსტის პროზაული თარგმანი შეუსრულებია რუსული ვერსიიდან, რომელიც სერბიული რედაქციის საფუძველზე შექმნილა. „ალექსანდრიანი“ არჩილს უთარგმნია 1699 წ. შემდგომ, როცა [[რუსეთი|რუსეთში]] დამკვიდრებულა, არჩილის ტექსტი ვინმე პეტრეს გაულექსავს. ფიქრობენ, რომ ეს პეტრე არის მდივან-მგალობელ-მწიგნობარი პეტრე ჩხატარაისძე და მას თარგმანი 1713-1728 წწ. შეუსრულებია. გალექსვის შემდეგ იგი კვლავ მიუბრუნდა არჩილის ტექსტს და მისი გადამუშავება-გადასხვაფერებით ახალი პროზაული ვერსია შექმნა. მოღწეულია „ალექსანდრიანის“ მრავალი ხელნაწერი. | |
22:48, 27 სექტემბერი 2023-ის ვერსია
ალექსანდრიანი – (XVIII ს.), თარგმნილი ძეგლი, რომელშიც აღწერილია ალექსანდრე მაკედონელის ლეგენდად ქცეული თავგადასავალი. ქართულად არსებობდა უფრო ძველი თარგმანიც, მაგრამ ჩვენამდე არ შემონახულა. „ალექსანდრიანის“ მთარგმნელია არჩილ მეფე. ა. ხახანაშვილის დაკვირვებით, მას ტექსტის პროზაული თარგმანი შეუსრულებია რუსული ვერსიიდან, რომელიც სერბიული რედაქციის საფუძველზე შექმნილა. „ალექსანდრიანი“ არჩილს უთარგმნია 1699 წ. შემდგომ, როცა რუსეთში დამკვიდრებულა, არჩილის ტექსტი ვინმე პეტრეს გაულექსავს. ფიქრობენ, რომ ეს პეტრე არის მდივან-მგალობელ-მწიგნობარი პეტრე ჩხატარაისძე და მას თარგმანი 1713-1728 წწ. შეუსრულებია. გალექსვის შემდეგ იგი კვლავ მიუბრუნდა არჩილის ტექსტს და მისი გადამუშავება-გადასხვაფერებით ახალი პროზაული ვერსია შექმნა. მოღწეულია „ალექსანდრიანის“ მრავალი ხელნაწერი.
ლიტერატურა
ა. ბარამიძე, ქართული ალექსანდრიანი, საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, IX.