მაჭუტაძე ონოფრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მაჭუტაძე ონოფრე“ გადაიტანა გვერდზე „ონოფრე მაჭუტაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ონოფრე მაჭუტაძე“ გადაიტანა გვერდზე „მაჭუტაძე ონოფრე“ გადამის...) |
15:19, 28 სექტემბერი 2023-ის ვერსია
მაჭუტაძე ონოფრე (XVIII ს.) — მწიგნობარი, დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი. სულხან-საბა ორბელიანის თანამედროვე. ჩვენამდე მოაღწია ერთმა ხელნაწერმა კრებულმა, რომლის შემდგენელი და რედაქტორი მაჭუტაძე უნდა იყოს. ამ კრებულში არის 9 გალობისგან მემდგარი ლიტურგიკული „კანონი“ დავით გარეჯელის სახელობისა. „კანონს“ ახლავს აკროსტიხი, რომლის ანალიზის საფუძველზე გამოთქმულია ვარაუდი, რომ „კანონის“ ავტორი არის სულხან-საბა, უშუალოდ ჩამწერი — სხვა პირი, შესაძლოა, თვით ონოფრე მაჭუტაძე.