ღუდუშაური შიოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ღუდუშაური შიოლა“ გადაიტანა გვერდზე „შიოლა ღუდუშაური“) |
16:32, 2 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ღუდუშაური შიოლა – XVII საუკუნის ისტორიული პიროვნება, რომლის სახელთან სოციალური უთანასწორობის ამსახველი ლექსებია დაკავშირებული. ზოგ ლექსში იგი „აჩხოტის ბატონად“ არის მოხსენიებული. თანამემამულეთა მიმართ მის უდიერ დამოკიდებულებას გადმოგვცემენ სტრიქონები:
- შიოლავ ღუდუშაურო, სკამს ზიხარ ერისთვისასა,
- აღარც ქალს ინდობ, აღარც კაცს, არცა ბალღს ერთის თევისასა,
- პირიდან ცეცხლსა მეხად ჰყრი, კლდეს ადნობ ბასრის ქვისასა.
შიოლა ღუდუშაურის თემაზე შექმნილ ნაწარმოებთა შორის აღსანიშნავია ბალადა „შიოლა და მთრეხელი“.