შელოცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[კატეგორია:მაგია]]
 
[[კატეგორია:მაგია]]
 
[[კატეგორია:რწმენა-წარმოდგენები]]
 
[[კატეგორია:რწმენა-წარმოდგენები]]
[[კატეგორია:ფოლკლორის ჟანრები]]
+
[[კატეგორია:ფოლკლორული ჟანრები]]

23:43, 2 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

შელოცვა - ფოლკლორის ერთ-ერთი არქაული ჟანრი. მაგიური დანიშნულების სიტყვიერი ფორმულა. შელოცვა ფართოდ იყო ცნობილი ყველა ხალხში, მათ შორის ქართველებშიც. შელოცვა ძირითადად ორი სახისაა: სამეურნეო და სამკურნალო. ორივე შემთხვევაში თავს იჩენდა რწმენა სიტყვიერი ფორმულის გავლენისა როგორც ავსულებსა და ბოროტ ძალებზე, ისე დაავადებათა გამომწვევ მიზეზებზე. შელოცვას თან ახლდა მოქმედება, რაც თითქოს აძლიერებდა შელოცვის ზემოქმე�დების ძალას. შელოცვის შემსრულებელნი უმეტესად ხანში შესული და მოხუცი ქალები იყვნენ. შელოცვას ჩურჩულით წარმოსთქვამდნენ და ტექსტს არავის გაანდობდნენ. სამეურნეო ხასიათის შელოცვა დაკავშირებული იყო: ჭირნახულის მოყვანასთან, ამინდთან, ნადირობასთან და სხვა შრომით საქმიანობასთან. შელოცვის სიტყვიერი ფორმულა შედარებით მყარია ხშირად რიტმული ტექსტის სახე აქვს. უძველესი ჩანაწერები გვხვდება ისეთ ძეგლებში როგორიცაა „კარაბადინი“, „ავგაროზი“, „კურთხევანი“ და სხვ. შელოცვის მნიშვნელობით იხმარებოდა: ძველი ქართული ტერმინი „სახვრა“. თანამედოვე ფოლკლორში შელოცვამ მთლიანად დაკარგა თავისი მნიშვნელობა და მისი ნიმუშების მიკვლევა მხოლოდ გამოკითხვით ხერხდება.


იხილე აგრეთვე

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები