ვაშლოვანელი თამრო
(ახალი გვერდი: '''ვაშლოვანელი თამრო''' – მე-18 საუკუნის სახალხო გმირი, [[ერეკლე II|...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]] | [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I]] | ||
[[კატეგორია:სახალხო გმირები]] | [[კატეგორია:სახალხო გმირები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული ხალხური პოეზიის პერსონაჟები]] | ||
14:01, 4 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ვაშლოვანელი თამრო – მე-18 საუკუნის სახალხო გმირი, ერეკლე მეორის თანამედროვე. თამრო ვაშლოვანელი ებრძოდა შინაურ და გარეშე მტრებს, ფეოდალებსა და აგრესორებს. გვარი ცნობილი არ არის. მასზე ისტორიული ცნობებიც არ შემონახულა. თავგადასავალი აღდგენილია მოგონებების გადმოცემებისა და ლექსების მიხედვით.
თამრო ვაშლოვანელი ყმა გლეხის ქალი ყოფილა, ადრე დაობლებულა და ბატონს გაუყიდია. მალე თავი დაუხსნია და სახელი გაუთქვამს მტრებთან ბრძოლაში. თამრო ვაშლოვანელი დაღუპულა შურისძიების ნიადაგზე (მტკვარში გადაუგდიათ). გმირი ქალის ნეშტი მეცხვარეს უპოვხია და ხალხს პატივით დაუსაფლავებია თრიალეთის ეკლესიაში. თამრო ვაშლოვანელზე საისტორიო ნაწარმოები შეიცავს საერთაშორისო მოტივს, ფალავნობის დაკარგვის შიშით ქალი გაუთხოვარი რჩება. თამროზე შექმნილი ლექსები ელეგიური ხასიათისაა
ქ. სიხარულიძე
ლიტერატურა
- დ. ჯანაშვილი, ისტორიული სურათები, „ივერია“, 1882, № 12;
- ქ. სიხარულიძე, ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, 1949;
- ქართული ხალხური საისტორიო სიტყეიერება, II, 1964;
- დ. ქორიძე, გმირი ქართველი ქალები. 1962.