ხანმეტი ძეგლები
(ახალი გვერდი: '''ხანმეტი ძეგლები''' — ქართული ენის უძველესი ძეგ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: ძველ-ქართული სიტყვები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]] |
23:01, 8 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ხანმეტი ძეგლები — ქართული ენის უძველესი ძეგლები (V-VI სს.), რომლებსაც ასო ხ-ს „ზედმეტად“ ხმარება ახასიათებს (ხ-იყო, ხ-ეტყო-და, ხ-იხილო, ხ-უმჯობესი). ტერმინი „ხანმეტი“ ცნობილი გახდა გიორგი ათონელის ანდერძის მიხედვით, სადაც იგი ასახელებს სახარების ორ ძველ რედაქციას — ხანმეტსა და საბაწმიდურს. კარგა ხანს მეცნიერთათვის დაუდგენელი იყო ტერმინი „ხანმეტი“. ზოგს იგი მიაჩნდა კომენტარად (მ. ბროსე), ზოგს — სრული სახარების აღმნიშვნელ სიტყვად (ა. ცაგარელი), ქრონოლოგიურ მინიშნებად (კ. კეკელიძე). ტერმინის დადგენა შესაძლო შეიქნა უძველესი ქართული პალიმფსესტების აღმოჩენის შემდეგ. გამოირკვა, რომ V-VII სს. ქართულ სალიტერატურო ენას ახასიათებდა ხანის პრეფიქსად ხმარება სამი ფუნქციით: მეორე პირის სუბიექტის, მესამე პირის ობიექტის აღმნიშვნელ ზმნაში და ზედსართავთა უფროობითი ხარისხის საწარმოებლად.
ლიტერატურა
- ი. ჯავახიშვილი, ახლად აღმოჩენილი უძველესი ქართული ხელნაწერები და მათი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, ტფილისის უნივრსიტეტის მოამბე, II, 1922–23 (გადაბეჭდილია იმავე ავტორის „ქართული პალეოგრაფიის“ მეორე გამოცემაში, 1949);
- ა. შანიძე, უძველესი ქართული ტექსტების აღმოჩენის გამო, მისსავე წიგნში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, 1957.