ჰომილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ჰომილია - ეფრემ მცირეს განმარტებით, „არს ზეპირად პირისპირ თ...) |
10:47, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ჰომილია - ეფრემ მცირეს განმარტებით, „არს ზეპირად პირისპირ თქმა“, ე. ი. მორწმუნეთა დასამოძღვრად სამღვდელო პირის მიერ წარმოთქმული მოძღვრება-ქადაგება, რომელსაც ეგზეგეტიკურ-მორალისტური ხასიათი აქვს. ჰომილიას ან თვით წარმომთქმელი დაწერდა, ან სხვა პირი ჩაიწერდა წარმოთქმის დროს. ამ გარემოებამ მყარი ნიადაგი შექმნა სასულიერო მწერლობის გარკვეული დარგის — ჰომილეტიკის განვითარებისთვის.