ჰომილია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 5: | ხაზი 5: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | ||
| − | + | [[კატეგორია:სასულიერო მწერლობა]] | |
| − | + | ||
| − | [[კატეგორია: | + | |
[[კატეგორია:ჰომილეტიკა]] | [[კატეგორია:ჰომილეტიკა]] | ||
14:04, 9 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
ჰომილია - ეფრემ მცირეს განმარტებით, „არს ზეპირად პირისპირ თქმა“, ე. ი. მორწმუნეთა დასამოძღვრად სამღვდელო პირის მიერ წარმოთქმული მოძღვრება-ქადაგება, რომელსაც ეგზეგეტიკურ-მორალისტური ხასიათი აქვს. ჰომილიას ან თვით წარმომთქმელი დაწერდა, ან სხვა პირი ჩაიწერდა წარმოთქმის დროს. ამ გარემოებამ მყარი ნიადაგი შექმნა სასულიერო მწერლობის გარკვეული დარგის — ჰომილეტიკის განვითარებისთვის.