ბუაჩიძე თამაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბუაჩიძე თამაზ“ გადაიტანა გვერდზე „თამაზ ბუაჩიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თამაზ ბუაჩიძე“ გადაიტანა გვერდზე „ბუაჩიძე თამაზ“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 23:46, 9 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

თამაზ ბუაჩიძე – (1930-2001) - ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1991), დაიბადა თბილისში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი; 1958-1961 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში ფილოსოფიის სპეციალობით. 1995-1997 წლებში იყო საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ხოლო 1997 წლიდან გელათის აკადემიის აკადემიკოსი. 1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ჯერ - სწავლულ მდივნად, შემდეგ. - დირექტორის მოადგილედ, ხოლო 1997 წლიდან - დირექტორად.

თ. ბუაჩიძე მუშაობდა ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, გნოსეოლოგიის, აქსიოლოგიის, ფილოსოფიის ისტორიის პრობლემებზე. მისი აზრით, ადამიანი მხოლოდ მაშინ ცხოვრობს თავისი მოწოდების შესაბამისად, როცა მისი ქმედება დაუინტერესებელია, უანგაროა; გნოსეოლოგიაში ეს პრინციპი გამოვლინდება, როგორც ობიექტურობა, საგნის სიყვარული, ხოლო აქსიოლოგიაში - როგორც გონითი სიყვარული - „აგაპე“.


[რედაქტირება] თხზულებები

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები