კვიჟინაძე რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კვიჟინაძე რევაზ“ გადაიტანა გვერდზე „რევაზ კვიჟინაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რევაზ კვიჟინაძე“ გადაიტანა გვერდზე „კვიჟინაძე რევაზ“ გადამის...) |
მიმდინარე ცვლილება 17:04, 11 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
რევაზ კვიჟინაძე – (1928-1984), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976), დაიბადა ქ. ოზურგეთში, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1950 წელს), ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა ფილოსოფიის სპეციალობით. სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრაზე, 1970 წლიდან იყო საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრში ფილოსოფიის განყოფილების გამგე.
პროფესორ რევაზ კვიჟინაძის ფილოსოფიური კვლევის ცენტრალური საგანი იყო ჭეშმარიტების პრობლემა. მისი აზრით, ჭეშმარიტება შეიძლება სწორად იყოს გაგებული მხოლოდ დიალექტოკურად ასახვის თეორიის საფუძველზე.
[რედაქტირება] თხზულებები
- „ჭეშმარიტების პრობლემა და თანამედროვე პოზიტივიზმი“ (თბილისი, 1965);
- „რწმენა და ცოდნა“ (თბილისი, 1968);
- „ჭეშმარიტების თანამედროვე ინტერპრეტაციები, კრიტიკული ანალიზი“ (თბილისი, 1973);
- „ჭეშმარიტების ცნება და ალტერნატივები შემეცნების თეორიაში“ (თბილისი, I976);
- „Понятие истины и альтернативы в теории познания“ (Тбилиси, 1977):
- „კარლ მარქსის ცხოვრება და მოღვაწეობა“ (თბილისი, 1983).