რაზიკაშვილი თედო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Tedo razikashvili.JPG|thumb|თედო რაზიკაშვილი]]
 
[[ფაილი:Tedo razikashvili.JPG|thumb|თედო რაზიკაშვილი]]
'''რაზიკაშვილი თედო''' (1869 − 1922), მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი. დაიბადა ჩარგალში (დუშეთი, [[ფშავი]]). 1889 წელს დაამთავრა [[გორი]]ს სამასწავლებლო სემინარია. 1905 წელს რევოლუციური საქმიანობისათვის, სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, მაგრამ მანიფესტმა მოუსწრო და ფშავში იმალებოდა. 1890 წლიდან ჟურნალ-გაზეთებში სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები, მოთხრობები, პუბლიცისტური წერილები და სხვა. იგი, როგორც მწერალი, აღიზარდა სამოციანელების შემოქმედების პრინციპებზე. მის ლექსებში („კოდალა”, 1890; „ვაი თუ სოფელმა...”, 1906 და სხვა.) ჩაქსოვილია სამოციანელების პროგრესული იდეები. მისი შემოქმედების მთავარი თემაა პატრიოტიზმი, ადამიანის რაობა და მისი ამქვეყნიური დანიშნულება. განსაკუთრებით პოპულარულია მისი საბავშვო მოთხრობები („ნიბლია”, 1886; „იის ამბავი”, 1890; „მონადირე”, 1903; „ქორის ბახალა”, 1908). იგი იყო ხალხური სიტყვიერების შემკრები და შემდგენი ხალხური ლექსიკონისა, რომელიც 1900 წელს დაიბეჭდა „ივერიაში”.
+
'''რაზიკაშვილი თედო''' (1869-1912) — პოეტი, პროზაიკოსი, ფოლკლორისტი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. [[ვაჟა-ფშაველა|ვაჟა-ფშაველასა]] და [[ბაჩანა|ბაჩანას]] ძმა. სწავლობდა ჩარგლის, შემდეგ — ტოლაანთსოფლის სკოლაში. 1889 წ. დაამთავრა [[გორი|გორის]] საოსტატო სემინარია და 1890 . დაინიშნა მასწავლებლად ხელთუბანში. იცნობდა პესტალოცის, უშინსკის, [[რუსო ჟან-ჟაკ|რუსოს]] ნაწარმოებებს, გატაცებული იყო ხალხოსნური იდეებით. აწყობდა საუბრებს რევოლუციურ თემებზე, ხალხს რაზმავდა თავისუფლებისათვის საბრძოლველად, მონაწილეობდა 1905 წ. სახალხო მოძრაობაში, რისთვისაც დააპატიმრეს კიდეც.
  
 +
თ. რაზიკაშვილის პირველი ლექსი „გუთნისდედის სიმღერა“ 1890 წ. გამოქვეყნდა „[[ჯეჯილი (ჟურნალი)|ჯეჯილში]]“. მას შემდეგ მისი თხზულებები იბეჭდებოდა თითქმის ყველა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთში. უმთავრესად საბავშვო მწერალი იყო. თავის შემოქმედებაში ასახავდა მშრომელთა სოციალურ ჩაგვრას, ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისაკენ, მშობლიური ქვეყნის ბუნებას. მისი თხზულებები შთაგონებულია პატრიოტიზმისა და ჰუმანიზმის გრძნობით.
  
:::: * * *
+
თ. რაზიკაშვილმა დიდი როლი შეასრულა ქართული [[ფოლკლორისტიკა|ფოლკლორისტიკის]] განვითარების საქმეში. მის მიერ შეკრებილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები პრესაში ქვეყნდებოდა, 1909 წ. კი გამოიცა 2 ტომად „ხალხური ზღაპრების“ სახელწოდებით.
  
::მიყვარხარ, ჩემო სამშობლოვ,
+
==თხზულებები==
::გეტრფი და გენაცვალები,
+
„მოთხრობები“. 1925; თხზულებანი 2 ტომად, 1972.
::შენი სურვილიც ვატარო,
+
==ლიტერატურა==
::სანამ ლეშს ჰზიდნენ ძვალები.
+
* ე. რაზიკაშვილი, პოეტების ოჯახში, 1965;
::ცოცხალი შენი შვილი ვარ,
+
* ი. გოგოლაური, თავისუფლების მომღერალი თ. რაზიკაშვილი, 1974.
::მკვდარიც შენ მოგებარები,
+
* ი. ქეშიკაშვილი, თედო რაზიკაშვილისა და ბაჩანას თხზულებათა ლექსიკა, 1969.
::წყეული ვიყო, ვტყუოდე
+
::დამეხშოს ქვეყნის კარები.
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]].
 +
 
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:საბავშვო მწერლები]]
 
[[კატეგორია:საბავშვო მწერლები]]

15:38, 12 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

თედო რაზიკაშვილი

რაზიკაშვილი თედო (1869-1912) — პოეტი, პროზაიკოსი, ფოლკლორისტი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე. ვაჟა-ფშაველასა და ბაჩანას ძმა. სწავლობდა ჩარგლის, შემდეგ — ტოლაანთსოფლის სკოლაში. 1889 წ. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია და 1890 წ. დაინიშნა მასწავლებლად ხელთუბანში. იცნობდა პესტალოცის, უშინსკის, რუსოს ნაწარმოებებს, გატაცებული იყო ხალხოსნური იდეებით. აწყობდა საუბრებს რევოლუციურ თემებზე, ხალხს რაზმავდა თავისუფლებისათვის საბრძოლველად, მონაწილეობდა 1905 წ. სახალხო მოძრაობაში, რისთვისაც დააპატიმრეს კიდეც.

თ. რაზიკაშვილის პირველი ლექსი „გუთნისდედის სიმღერა“ 1890 წ. გამოქვეყნდა „ჯეჯილში“. მას შემდეგ მისი თხზულებები იბეჭდებოდა თითქმის ყველა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთში. უმთავრესად საბავშვო მწერალი იყო. თავის შემოქმედებაში ასახავდა მშრომელთა სოციალურ ჩაგვრას, ხალხის მისწრაფებას თავისუფლებისაკენ, მშობლიური ქვეყნის ბუნებას. მისი თხზულებები შთაგონებულია პატრიოტიზმისა და ჰუმანიზმის გრძნობით.

თ. რაზიკაშვილმა დიდი როლი შეასრულა ქართული ფოლკლორისტიკის განვითარების საქმეში. მის მიერ შეკრებილი ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები პრესაში ქვეყნდებოდა, 1909 წ. კი გამოიცა 2 ტომად „ხალხური ზღაპრების“ სახელწოდებით.

თხზულებები

„მოთხრობები“. 1925; თხზულებანი 2 ტომად, 1972.

ლიტერატურა

  • ე. რაზიკაშვილი, პოეტების ოჯახში, 1965;
  • ი. გოგოლაური, თავისუფლების მომღერალი თ. რაზიკაშვილი, 1974.
  • ი. ქეშიკაშვილი, თედო რაზიკაშვილისა და ბაჩანას თხზულებათა ლექსიკა, 1969.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები