ხანმეტი ძეგლები
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ხანმეტი ძეგლები''' | + | '''ხანმეტი ძეგლები''' – [[ქართული ენა|ქართული ენის]] უძველესი ძეგლები (V-VI სს.), რომლებსაც ასო ხ-ს „ზედმეტად“ ხმარება ახასიათებს (ხ-იყო, ხ-ეტყო-და, ხ-იხილო, ხ-უმჯობესი). ტერმინი „ხანმეტი“ ცნობილი გახდა [[გიორგი ათონელი|გიორგი ათონელის]] ანდერძის მიხედვით, სადაც იგი ასახელებს [[სახარება|სახარების]] ორ ძველ რედაქციას — ხანმეტსა და საბაწმიდურს. კარგა ხანს მეცნიერთათვის დაუდგენელი იყო ტერმინი „ხანმეტი“. ზოგს იგი მიაჩნდა კომენტარად ([[ბროსე მარი|მ. ბროსე]]), ზოგს — სრული სახარების აღმნიშვნელ სიტყვად ([[ცაგარელი ალექსანდრე|ა. ცაგარელი]]), ქრონოლოგიურ მინიშნებად ([[კეკელიძე კორნელი|კ. კეკელიძე]]). ტერმინის დადგენა შესაძლო შეიქნა უძველესი ქართული [[პალიმფსესტი|პალიმფსესტების]] აღმოჩენის შემდეგ. გამოირკვა, რომ V-VII სს. ქართულ სალიტერატურო ენას ახასიათებდა ხანის პრეფიქსად ხმარება სამი ფუნქციით: მეორე პირის სუბიექტის, მესამე პირის ობიექტის აღმნიშვნელ ზმნაში და ზედსართავთა უფროობითი ხარისხის საწარმოებლად. |
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | * [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]] | ||
| − | |||
[[კატეგორია: ძველ-ქართული სიტყვები]] | [[კატეგორია: ძველ-ქართული სიტყვები]] | ||
[[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]] | [[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 22:57, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ხანმეტი ძეგლები – ქართული ენის უძველესი ძეგლები (V-VI სს.), რომლებსაც ასო ხ-ს „ზედმეტად“ ხმარება ახასიათებს (ხ-იყო, ხ-ეტყო-და, ხ-იხილო, ხ-უმჯობესი). ტერმინი „ხანმეტი“ ცნობილი გახდა გიორგი ათონელის ანდერძის მიხედვით, სადაც იგი ასახელებს სახარების ორ ძველ რედაქციას — ხანმეტსა და საბაწმიდურს. კარგა ხანს მეცნიერთათვის დაუდგენელი იყო ტერმინი „ხანმეტი“. ზოგს იგი მიაჩნდა კომენტარად (მ. ბროსე), ზოგს — სრული სახარების აღმნიშვნელ სიტყვად (ა. ცაგარელი), ქრონოლოგიურ მინიშნებად (კ. კეკელიძე). ტერმინის დადგენა შესაძლო შეიქნა უძველესი ქართული პალიმფსესტების აღმოჩენის შემდეგ. გამოირკვა, რომ V-VII სს. ქართულ სალიტერატურო ენას ახასიათებდა ხანის პრეფიქსად ხმარება სამი ფუნქციით: მეორე პირის სუბიექტის, მესამე პირის ობიექტის აღმნიშვნელ ზმნაში და ზედსართავთა უფროობითი ხარისხის საწარმოებლად.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ი. ჯავახიშვილი, ახლად აღმოჩენილი უძველესი ქართული ხელნაწერები და მათი მნიშვნელობა მეცნიერებისათვის, ტფილისის უნივრსიტეტის მოამბე, II, 1922–23 (გადაბეჭდილია იმავე ავტორის „ქართული პალეოგრაფიის“ მეორე გამოცემაში, 1949);
- ა. შანიძე, უძველესი ქართული ტექსტების აღმოჩენის გამო, მისსავე წიგნში: ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის საკითხები, 1957.