ეზრა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 2: ხაზი 2:
  
საგალობელი დაწერილია კანონის ფორმით, შეიცავს ცხრა გალობას. ძეგლის ენა გამოირჩევა ხატოვანი სიტყვა-თქმათა უჩვეულო სიუხვით. მას თავიდან ბოლომდე გასდევს ნათელი და ამაღლებული განწყობილების გამომხატველი ინტონაცია, რომელიც პირველსავე [[ტროპარი|ტროპარში]] მთელი სისრულით ვლინდება: „ეჰა შვენიერსა დღესა, დღესასწაულსა შენსა, ნეტარო მამაო ევთვიმი, ვითარცა ღრუბელი აეროვანი, დღეს ქუხს ეკლესიასა შინა ღმრთის მგალობელთა ხმითა შენთა მათ სულიერთა ღმრთისა სათნოვებათა, და ვითარცა სულნელთა საკუმეველთა სულნელებამან განგვასულნელნა დიდებულმან სახსენებელმან შენმან და შენ ჰსუფევ სურნელთა შინა სამოთხისათა“. საგალობელში ჩანს მაღალი პოეტური კულტურა და ავტორის ელვარე პოეტური ნიჭი.
 
==ტექსტი და ლიტერატურა==
 
==ტექსტი და ლიტერატურა==

მიმდინარე ცვლილება 17:24, 19 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ეზრა — (X ს.), ჰიმნოგრაფი. ზოგი მეცნიერის (კ. კეკელიძე, პ. ინგოროყვა) ვარაუდით, ეზრა „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ მოხსენებული ეზრა ანჩელი ეპისკოპოსია. უკანასკნელი კვლევა-ძიებით (ლ. ჯღამაია) ეზრა მიჩნეულია სინურ ხელნაწერებში დადასტურებულ ეზრა ქობულეანად. ამ თვალსაზრისის თანახმად, ეზრა X ს. 80-იანი წლებისთვის მღვდელია და იოანე-ზოსიმეს თანამოღვაწე. მიქელ მოდრეკილის კრებულში შესულია ეზრას ერთადერთი საგალობელი, მიძღვნილი ექვთიმე დიდი პალესტინელისადმი. ჩანს, ეს ნაწარმოები ეზრასთვის დაუკვეთიათ საგალობელის კიდურწერილობაში მოხსენებულ საურმაგსა და მის ძეს მირეანს, რომელთა ვინაობა საბოლოოდ დადგენილი არ არის.

საგალობელი დაწერილია კანონის ფორმით, შეიცავს ცხრა გალობას. ძეგლის ენა გამოირჩევა ხატოვანი სიტყვა-თქმათა უჩვეულო სიუხვით. მას თავიდან ბოლომდე გასდევს ნათელი და ამაღლებული განწყობილების გამომხატველი ინტონაცია, რომელიც პირველსავე ტროპარში მთელი სისრულით ვლინდება: „ეჰა შვენიერსა დღესა, დღესასწაულსა შენსა, ნეტარო მამაო ევთვიმი, ვითარცა ღრუბელი აეროვანი, დღეს ქუხს ეკლესიასა შინა ღმრთის მგალობელთა ხმითა შენთა მათ სულიერთა ღმრთისა სათნოვებათა, და ვითარცა სულნელთა საკუმეველთა სულნელებამან განგვასულნელნა დიდებულმან სახსენებელმან შენმან და შენ ჰსუფევ სურნელთა შინა სამოთხისათა“. საგალობელში ჩანს მაღალი პოეტური კულტურა და ავტორის ელვარე პოეტური ნიჭი.

[რედაქტირება] ტექსტი და ლიტერატურა

  • პ. ინგოროყვა, ძველი ქართული სასულიერო პოეზია, გვ. რნჱ-რჲმ;
  • მისივე, თხზულებათა კრებული, III, 1965, გვ. 347-348;
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 344-346;
  • ლ. ჯღამაია, მეათე საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფები, მაცნე, 1973, N4, გვ. 51-56, 60-63.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები