აბაშიძე დოდო (კესარია)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დოდო აბაშიძე (კესარია)“ გადაიტანა გვერდზე „[[აბაშიძე დოდო (კესარი...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Dodo abashidze kesaria.PNG|thumb|დოდო აბაშიძე]] | [[ფაილი:Dodo abashidze kesaria.PNG|thumb|დოდო აბაშიძე]] | ||
| − | ''' | + | '''დოდო აბაშიძე''' (1937) [[ქართველები|ქართველი]] პოეტი. ნამდვილი სახელი — კესარია. გამოქვეყნებული აქვს ლექსები შემდეგ გამოცემებში: „ოლე“, „განთიადი”. |
00:33, 20 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
დოდო აბაშიძე (1937) ქართველი პოეტი. ნამდვილი სახელი — კესარია. გამოქვეყნებული აქვს ლექსები შემდეგ გამოცემებში: „ოლე“, „განთიადი”.
- * * *
- ვინღა მომეფეროს დედასავით?
- ფიქრი აფთარივით მომიხტება,
- გულზე დამეტაკა ელდასავით
- შენი საოცარი მონატრება.
- ვდგავარ შენს საფლავთან თავის მოხრით,
- სხვაზე ვეღარ ვფიქრობ ამის გარდა,
- წარსულს გადავხედე ამოოხვრით,
- გული საგულედან ამოვარდა.
- გკოცნი ნელა, ცრემლებმოძალებით,
- სიკვდილ-სიცოცხლეზე გადებულო,
- შენ კი მყვარებიხარ მოკრძალებით,
- ქვაო, დედის გულზე დადებულო.
- ახლა შენს ქვეშაა მოქცეული,
- ჩემი დედამიწის მთელი სფერო,
- იქნებ შენ ჩაიდგა დედის სული,
- იქნებ დედასავით მომეფერო.
- იქნებ შეიწოვო დედის სისხლი,
- იქნებ მისი ბოლო ამოსუნთქვა
- გათბობს, ვიცი, მხოლოდ ამით მიხსნი,
- ქვაო... ნუ იქნები ჩემთვის გულქვა.
- ქვაო, დედის ნეშტი მოგაბარე,
- შენ გთხოვ, დედასავით დამირწიე,
- ქვაო, დედასავით მომეფერე,
- დედის მაგივრობა გამიწიე.