ვარინიონის თეორემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვარინიონის თეორემა''' – ეს არის სრიალა ვექტორთა თეორიის ერთ-...) |
16:41, 10 ნოემბერი 2023-ის ვერსია
ვარინიონის თეორემა – ეს არის სრიალა ვექტორთა თეორიის ერთ-ერთი ძირითადი თეორემა: თუ სრიალა ვექტორთა {
k } (k = 1,2,...,n) სისტემა დაიყვანება ერთ ტოლქმედ
ვექტორზე, მაშინ ტოლქმედის მომენტი რაიმე 0 ცენტრის (ან ℓ ღერძის) მიმართ ტოლია სისტემის შემადგენელ ვექტორთა მომენტების ჯამისა იმავე 0 ცენტრის (ან ℓ ღერძის) მიმართ:
ეს თეორემა თავმოყრილი ძალების შემთხვევისათვის დაადგინა პ. ვარინიონმა (1687).
რადგანაც მყარ სხეულზე მოქმედი ძალა განიხილება როგორც სრიალა ვექტორი, ამიტომ ამ თეორემას ფართოდ იყენებენ მექანიკაში, სახელდობრ, გეომეტრიულ სტატიკაში, მყარი სხეულის კინემატიკაში, მასალათა გამძლეობაში.