აბსურდის თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
[[კატეგორია:თეატრალური მიმდინარეობები]]
+
[[კატეგორია:მიმდინარეობა თეატრში‏‎]]
 
[[კატეგორია:XX საუკუნის თეატრი]]
 
[[კატეგორია:XX საუკუნის თეატრი]]

მიმდინარე ცვლილება 23:02, 10 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

სემუელ ბეკეტი. „გოდოს მოლოდინში“. რეჟისორი - გიორგი აფხაზავა. თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

აბსურდის თეატრი — (ლათ. absurdus — უადგილო, უაზრო) – ტერმინი, რომლითაც მონიშნულია მოვლენების ერთობლიობა – XX ს. 50-60-იანი წწ. მოდერნისტული თეატრი და დრამატურგია.

თავად ცნება „აბსურდი“ დამკვიდრებულია ეგზისტენციალისტების მიერ (ა. კამიუ, ჟ.პ. სარტრი). აბსურდის თეატრის ძირითადი პოსტულატია რეალობის შიდააზრის და მიზეზ-შედეგობრიობის უგულებელყოფა.

თავად ტერმინი წარმოიშვა ე. იონესკოს („ქაჩალი მომღერალი“, 1950) და ს. ბეკეტის („გოდოს მოლოდინში”, 1952) პიესების პარიზული პრემიერების შემდეგ. მათში უკვე მოცემული იყო აბსურდის თეატრის ძირითადი მახასიათებლები: ადამიანთა ურთიერთობების გროტესკულ-კომიკური დემონსტრაცია (მათ შორის ენობრივი კომუნიკაციის უსუსურობა), სიცრუე, როგორც სოციალური ყოფის ერთადერთი ალტერნატივა, უმწეობა გრანდიოზული და შეუცნობადი გარესამყაროს წინაშე, ცხოვრებრივი ფასეულობების ილუზორულობით გამოწვეული შოკის მეტაფორული ასახვა, ირაციონალური სისასტიკის და სიკვდილის გარდუვალობით გამოწვეული შიშის მიჩქმალვის ცდა გამრთობი და გამაბრუებელი საშუალებებით, მათ შორის, ცინიზმით.

აბსურდის თეატრის ავტორებად აგრეთვე შეიძლება ჩაითვალონ ჟ. ჟენე, ბ. ვიანა, ნაწილობრივ – ა. ადამოვი (საფრანგეთი), დ. ბუცცატი და ე’დერიკო (იტალია), ჰ. პინტერი და ნ. სიმპსონი (ინგლისი).


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები