აბრეშუმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].[[https://catalog.nplg.gov.ge/record=b4616241~S1*geo]]
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
  
[[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]]
+
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]
 
[[კატეგორია: აბრეშუმისებრნი]]
 
[[კატეგორია: აბრეშუმისებრნი]]
 
[[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ერთწლიანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:სარეველა მცენარეები]]
 
[[კატეგორია:სარეველა მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 17:55, 15 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

აბრეშუმა - Cuscuta europaea L.

Fam. Cuscutaceae – ოჯ. აბრეშუმისებრნი Cuscuta europaea L. – აბრეშუმა.

ამ გვარის სახეობები ერთწლოვანი პარაზიტი უქლოროფილო მცენარეებია წვრილი, მოყვითალო ან მოვარდისფრო ღეროთი, რომელიც მისაწოვრების საშუალებით გარს ეხვევა მკვებავ მცენარეს, ფესვი და განვითარებული ფოთოლი მათ არა აქვთ. მითითებული სახეობა პარაზიტობს ჯინჭარზე, ანწლზე და სხვა ველურად მოზარდ ბალახოვან მცენარეებზე, ზოგჯერ ბუჩქებზეც.

ბალახოვან ნაწილს სამკურნალო მიზნებისათვის აგროვებენ აქტიური ყვავილობის პერიოდში (მაისის ბოლოს), ხოლო თესლებს სრული სიმწიფისას (სექტემბერში). ბალახი შეიცავს ალკალოიდებს – კუსტანინს და კონვოლვულინს, გლიკოზიდ კუსკუტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსტერინს, ფლავონოიდებს, ფლობაფენს, ლეიკოანთოციანებს, პენტოზანს, კვერცეტინს, ანთოციანებს, შაქარს, ნახშირწყლებს, წყალსა და სხვ. თესლში აღნოჩენილია ძლიერ შხამიანი ნივთიერება – საპონინი.

მცენარე ხასიათდება სასაქმებელი, შარდმდენი და გამაუმტკივნებელი მოქმედებით. ნაყენი გამოიყენება გაციების, კუჭისა და ღვიძლის დაავადებების, თავისა და კბილის ტკივილის, მტკივნეული მენსტრუაციის, კანზე გამონაყრების დროს. თესლის ნახარში ამაღლებს იმუნიტეტს, აძლიერებს შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციას, დადებითად მოქმედებს ზურგის ტვინისა და ნერვული სისტემის ორგანოებზე, აუმჯობესებს უჯრედების კვებას და ამაღლებს ქიმიური პროცესების ნორმალურ ცირკულაციას; ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა გენიტალური კუნთების გასამაგრებლადთ, რაც მეტად მნიშვნელოვანია მამაკაცებში პოტენციის დაქვეითების და ქალებში სასქესო ორგანოების კუნთების სისუსტის შემთხვევაში.

ხალხურ მედიცინაში ბალახის ნაყენი გამოიყენება საშვილოსნოს დაწევისა და საშვილოსნოდან სისხლდენებისას; ნახარში – ალკოჰოლიზმის, ფსიქიური აშლილობების, გულის ტკივილების, კუჭის კიბოს, ძლიერი ქავილის დროს. ბალახის მალამოს ხმარობდნენ კანის კიბოს სამკურნალოდ.

შხამიანი მცენარეა, მისი გამოყენება ექიმთან შეუთანხმებლად დაუშვებელია. კატეგორიულად აკრძალულია – დიაბეტისა და სიმსუქნის შემთხვევაში.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები