კავკასიური ყაზახა
(ახალი გვერდი: კავკასიური ყაზახა - Muscari caucasicum (Griseb.) Baker '''Muscari cau...) |
|||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
| − | * [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]]. | + | * [[თბილისის მიდამოების ფლორის სამკურნალო გეოფიტები]]. |
| − | [[კატეგორია: სამკურნალო მცენარეები]] | + | [[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]] |
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ყაზახასებრნი]] | [[კატეგორია:ყაზახასებრნი]] | ||
[[კატეგორია: ბოლქვიანი მცენარეები]] | [[კატეგორია: ბოლქვიანი მცენარეები]] | ||
18:59, 15 ნოემბერი 2023-ის ვერსია
Muscari caucasicum (Griseb.) Baker - კავკასიური ყაზახა
პოლიკარპული მცენარეა, კვერცხისებრი ბოლქვითა და 20-30 სმ სიგრძის ღეროთი; ფოთლები სქელია, ხაზური ან ფართო ხაზური, რკალივით მოღუნული; მტევანი 20-40 ყვავილიანია, სტერილური ყვავილები მილისებრ-ცილინდრულია ან ოვალური, კაშკაშა მოლურჯო-იისფერი, მოკლე თავაკნაირ მტევნად შეკრებილი; სანაყოფე ყვავილების ყვავილსაფარი ოვალურია, მურა იისფერი, მისი სიგრძე 1,5-ჯერ აღემატება სიგანეს, თავში ღია ლურჯი კბილებით დაბოლოებული. ნაყოფი მოგრძო კოლოფია, მრავალრიცხოვანი თესლით.
ყვ. IV-V; ნყ. VI-VII.
კავკასიურ-ჩრდ.ირანული სახეობაა; კლასიკური ადგილსამყოფელი – საქართველო. საერთო გავრცელება: მცირე აზია, შუა აზია: მთიანი თურქმენეთი (კოპეტ-დაგი); ირანი.
კავკასია: სამხრ. და აღმ. ამიერკავკასია: აზერბაიჯანი, სომხეთი (Гроссгейм, 1940; საქ.ფლორა, 1941).
საქართველოში გავრცელებულია: ქართლი, თრიალეთი, ქიზიყი (საქ.მც.სარკვ., 1969).
თბილისის მიდამოებში გვხდება მთაწმინდისა და წავკისის ხევის გასწვრივ, ასევე აღირიცხა არმაზის ხეობაში ზღ.დ. 760 მ სიმაღლეზე, მცირე ფრაგმენტი.
ქსერომეზოფიტია, სინათლის მოყვარული; იზრდება ქვიან, ღორღიან ადგილებზე მთის ველების ფორმაციებში, აგრეთვე ნახევრად უდაბნოს ველის ელემენტებთან და არიდულ მეჩხერ ტყეებში, მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე, ზღ.დ. 300- 2000 მ სიმაღლემდე. გვხდება სპორადულად მცირე რიცხოვანი ჯგუფების სახით.