ანდერძი (დანაბარები)
(ახალი გვერდი: '''ანდერძი''' − წერილობითი ან ზეპირი განკარგულება. დანაბარები....) |
14:31, 16 ნოემბერი 2023-ის ვერსია
ანდერძი − წერილობითი ან ზეპირი განკარგულება. დანაბარები. ძველ ქართულ წერილობით ძეგლებში ტერმით ანდერძი, აღინიშნება:
გარდაცვალების წინ რომელიმე პირის დანაბარები. ამის ერთ-ერთი უძველესი ნიმუშია „ანდერძი მირვან მეფისაჲ“, დართული 973-76 გადაწერილ ე. წ. შატბერდის კრებულში მოთავსებულ „მოქცევაი ქართლისაჲს“ ტექსტზე. ამ ანდერძით მირიან მეფე (IV ს.) დანაბარებს უტოვებს სამ პირს: მეუღლეს, მთავარეპისკოპოსს და „ძესა თჳსსა“.
ასეთივე ხასიათისაა ანდერძი რომელიც დავით აღმაშენებელს გარდაცვალების წინ თავისი მოძღვრის არსენ ბერისათეის შეუდგენინებია. ამ ანდერძით დავით აღმაშენებელი ტახტის მემკვიდრედ ადგენს თავის უფროს ვაჟს დიმიტრის, რომელსაც უბარებს, რომ „ძმაჲ მისი გაზარდოს და… შემდგომად მისსა მეფე ჰყოს მამულსა ზედა“. მეფე პირად ქონებას („დრაჰკანნი კოსტანატი ცუატა და ჩემნი ლალნი და თვალნმარგალიტნი“) ხახულის ღმრთისმშობლის ხატს სწირავს, ატენის სამეფო საჭურჭლეში შენახულ დუკატს და ბოტინატს, რომელიც ასევე მისი მოპოვებულია, „თუ ელეოდეს მეფე დიმიტრი“, თავის მოძღვარს უტოვებს მონასტრებისათვის გადასაცემად, რათა „ალოცნის ჩემთჳსო“; ხოლო თუ ყველას ვერ შეელევა, – „ნახევრისათჳს წინაშე ღმრთისა ვეჰაჯებიო“. ანდერძის ბოლოს მეფე გამოხატაეს თავის წუხილს: „დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძუალე შვილთა ჩემთა უსრულოდ და წარმყუა მისთჳსცა ტკივილი სამარადისო“ (იგულისხმება გელათის მონასტერი, რომლის მშენებლობა 1125 არ იყო დამთაერებული) და ტახტის მემკვიდრეს დიმიტრის უბარებს – „სრულყოს კოვლითურთ საუკუნოდ სალოცავად ჩემთჳს და მისთჳს და მომავალთა ჩემთათჳს“. ამავე ანდერძში მეფე ასახელებს მაშინდელი საქართველოს სამეფოს უკიდურეს გეოგრაფიულ საზღერებს, რომელიც, მისი განმარტებით, არის „მამული და ახლად მოგებული ღუაწლითა ჩემითა და თქუეჩითაო“: ეს საზღვერებია „ნიკოფსითგან დარუბანდისა საზღურადმდე და ოვსეთიდგან სპერად და არეგაწადმდე“.