აპოსტროფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''აპოსტროფი''' – (ბერინ. aposrtophos – უკუმიქცეული). სტრიქონზედა მძიმე, ...)
 
ხაზი 16: ხაზი 16:
  
 
''მ. აფრიდონიძე''
 
''მ. აფრიდონიძე''
 +
 +
==წყარო==
 +
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 +
[[კატეგორია:ორთოგრაფიული ნიშნები]]

12:51, 21 ნოემბერი 2023-ის ვერსია

აპოსტროფი – (ბერინ. aposrtophos – უკუმიქცეული). სტრიქონზედა მძიმე, რომელიც სხვადასხვა (განსაკუთრებით ევროპულ) ენაში იხმარება:

1. მომიჯნავე სიტყვების გამაერთიანებლად ერთ-ერთ მათგანში, ჩვეულებრივ, ერთმარცელიან სიტყვაში ხმოვნის გამოტოეების შედეგად (ფრანგ. L′Humanit, იტალ. L′Unit, ინგლ. you′re <you are, can′t < can not); ნაწილაკდართულ უცხოურ გვარებში (ფრანგ. ჟანა დ′არკი, იტალ. დ′ანუნციო);
2. ნათ. ბრუნვის აღსანიშნავად ორსავე რიცხეში (ინგლ. boy′s, boys′);
3. თანხმოვნის სიმაგრის აღსანიშნაგად (რუს. ъ-ის მონაცელედ), ჩვეულებრივ, მომდევნო რბილი ხმოვნის ან დიფთონგის გავლენის ასაცილებლად (От′езд. შდრ. Отъезд; Об′явление, შდრ. Объявление);
4. ირლანდიურ გვარებში სპეციფიკური თავკიდური ო ხმოვნის მომდევნოდ (ო′კონორი, ო′ნეილი…);
5. სატრანსლიტერაციო ან სატრანსკრიფციო სისტემაში უცხო ენის სხვადასხვა ფონოლოგიური სპეციფიკის (სიმკვეთრის, პალატალისაციის, ასპირაციის…) აღსანიშნავად (მაგ. ინგლისურში: არაბ.′აინ-ის, რუს. ъ-ის, ქართ. მკვეთრი კ. პ, ტ, წ, ჭ, ანსხვა ტრადიციით – ფშვინვიერი მ, ფ, თ. ც, ჩ თანხმოვნების გადმოსაცემად).

აპოსტროფი გამოყენებულია ქართული დიალექტოლოგიური ტექსტების ჩაწერისას ორ შემთხეევაში:
1. მაერთებელი და კავშირის ხმოვნის აღსანიშნავად, რომელიც იკარგება წინა სიტყვასთან ამ კავშირის ენკლიტიკურად მიერთებისას: ქალი-დ′ Kaci.JPG – „ქალიდა კაცი“; დიდი Tutunaci.JPG – „დიდი და პატარა“;
2, თუშური დიალექტური ტექსტების ჩაწერისას ხმოვნის ძლიერი დამართვის აღსანიშნავად: გა′ჭენდ′ გამა′ჭენ მხედარმა Cxeni 2.JPG – „გააჭენა და გამოაჭენა მხედარმა ცხენი“.

აპოსტროფი განსხვავდება დიაკრიტიკული (ასოსზედა და ასოსქეედა) ნიშნებისაგან იმით, რომ ცალკე გრაფა უჭირავს, ე.ი. გრაფემის პოზიციაშია.

მ. აფრიდონიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები