კავკასიური ყაზახა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 14: ხაზი 14:
 
[[თბილისი|თბილისის]] მიდამოებში გვხდება მთაწმინდისა და წავკისის ხევის გასწვრივ, ასევე  აღირიცხა [[არმაზისხევი|არმაზის ხეობაში]] ზღ.დ. 760 მ სიმაღლეზე, მცირე ფრაგმენტი.  
 
[[თბილისი|თბილისის]] მიდამოებში გვხდება მთაწმინდისა და წავკისის ხევის გასწვრივ, ასევე  აღირიცხა [[არმაზისხევი|არმაზის ხეობაში]] ზღ.დ. 760 მ სიმაღლეზე, მცირე ფრაგმენტი.  
  
ქსერომეზოფიტია, სინათლის მოყვარული; იზრდება ქვიან, ღორღიან ადგილებზე  მთის ველების ფორმაციებში, აგრეთვე ნახევრად უდაბნოს ველის ელემენტებთან და  არიდულ მეჩხერ ტყეებში, მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე, ზღ.დ. 300- 2000 მ სიმაღლემდე. გვხდება სპორადულად მცირე რიცხოვანი ჯგუფების სახით.  
+
ქსერომეზოფიტია, სინათლის მოყვარული; იზრდება ქვიან, [[ღორღი]]ან ადგილებზე  მთის ველების ფორმაციებში, აგრეთვე ნახევრად უდაბნოს ველის ელემენტებთან და  არიდულ მეჩხერ ტყეებში, მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე, ზღ.დ. 300- 2000 მ სიმაღლემდე. გვხდება სპორადულად მცირე რიცხოვანი ჯგუფების სახით.  
  
  

01:28, 25 ნოემბერი 2023-ის ვერსია

კავკასიური ყაზახა - Muscari caucasicum (Griseb.) Baker

Muscari caucasicum (Griseb.) Baker - კავკასიური ყაზახა

პოლიკარპული მცენარეა, კვერცხისებრი ბოლქვითა და 20-30 სმ სიგრძის ღეროთი; ფოთლები სქელია, ხაზური ან ფართო ხაზური, რკალივით მოღუნული; მტევანი 20-40 ყვავილიანია, სტერილური ყვავილები მილისებრ-ცილინდრულია ან ოვალური, კაშკაშა მოლურჯო-იისფერი, მოკლე თავაკნაირ მტევნად შეკრებილი; სანაყოფე ყვავილების ყვავილსაფარი ოვალურია, მურა იისფერი, მისი სიგრძე 1,5-ჯერ აღემატება სიგანეს, თავში ღია ლურჯი კბილებით დაბოლოებული. ნაყოფი მოგრძო კოლოფია, მრავალრიცხოვანი თესლით.

ყვ. IV-V; ნყ. VI-VII.

კავკასიურ-ჩრდ.ირანული სახეობაა; კლასიკური ადგილსამყოფელი – საქართველო. საერთო გავრცელება: მცირე აზია, შუა აზია: მთიანი თურქმენეთი (კოპეტ-დაგი); ირანი.

კავკასია: სამხრ. და აღმ. ამიერკავკასია: აზერბაიჯანი, სომხეთი (Гроссгейм, 1940; საქ.ფლორა, 1941).

საქართველოში გავრცელებულია: ქართლი, თრიალეთი, ქიზიყი (საქ.მც.სარკვ., 1969).

თბილისის მიდამოებში გვხდება მთაწმინდისა და წავკისის ხევის გასწვრივ, ასევე აღირიცხა არმაზის ხეობაში ზღ.დ. 760 მ სიმაღლეზე, მცირე ფრაგმენტი.

ქსერომეზოფიტია, სინათლის მოყვარული; იზრდება ქვიან, ღორღიან ადგილებზე მთის ველების ფორმაციებში, აგრეთვე ნახევრად უდაბნოს ველის ელემენტებთან და არიდულ მეჩხერ ტყეებში, მთის ქვედა სარტყლიდან ზედა სარტყლამდე, ზღ.დ. 300- 2000 მ სიმაღლემდე. გვხდება სპორადულად მცირე რიცხოვანი ჯგუფების სახით.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები