განზოგადებული ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:მათემატია]] | [[კატეგორია:მათემატია]] | ||
[[კატეგორია:ფუნქციები]] | [[კატეგორია:ფუნქციები]] | ||
+ | [[კატეგორია:განზოგადებული ფუნქცია]] |
16:57, 27 ნოემბერი 2023-ის ვერსია
განზოგადებული ფუნქცია – ფუნქციის ცნების მათემატიკური განზოგადება, რომლის საჭიროება გამოწვეულია მრავალი ფიზიკური და მათემატიკური მოვლენის უკეთ აღსაწერად.
ფუნქციის განზოგადება პირველად (XX ს-ის 20-იან წლებში) კვანტური მექანიკის ამოცანებთან დაკავშირებით განიხილა ინგლისელმა მეცნიერმა პ. დირაკმა. ფუნქციის განზოგადების თეორიას საფუძველი ჩაუყარა (1936 წ-ს) რუსმა მათემატიკოსმა ს. სობოლევმა. შემდგომ, ფუნქციის განზოგადების თეორიის საკითხებზე, ძირითადად მათემატიკური ფიზიკის ამოცანებთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი მათემატიკოსი მუშაობდა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანგი მათემატიკოსის ლ. შვარცის ღვაწლი, რომელმაც ფუნქციის განზოგადების თეორიას სისტემატური სახე მისცა.