განზოგადებული ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მათემატიკა]] |
[[კატეგორია:ფუნქციები]] | [[კატეგორია:ფუნქციები]] | ||
[[კატეგორია:განზოგადებული ფუნქცია]] | [[კატეგორია:განზოგადებული ფუნქცია]] |
მიმდინარე ცვლილება 16:58, 27 ნოემბერი 2023 მდგომარეობით
განზოგადებული ფუნქცია – ფუნქციის ცნების მათემატიკური განზოგადება, რომლის საჭიროება გამოწვეულია მრავალი ფიზიკური და მათემატიკური მოვლენის უკეთ აღსაწერად.
ფუნქციის განზოგადება პირველად (XX ს-ის 20-იან წლებში) კვანტური მექანიკის ამოცანებთან დაკავშირებით განიხილა ინგლისელმა მეცნიერმა პ. დირაკმა. ფუნქციის განზოგადების თეორიას საფუძველი ჩაუყარა (1936 წ-ს) რუსმა მათემატიკოსმა ს. სობოლევმა. შემდგომ, ფუნქციის განზოგადების თეორიის საკითხებზე, ძირითადად მათემატიკური ფიზიკის ამოცანებთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალი მათემატიკოსი მუშაობდა; განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრანგი მათემატიკოსის ლ. შვარცის ღვაწლი, რომელმაც ფუნქციის განზოგადების თეორიას სისტემატური სახე მისცა.