ჭანისწყალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: მდინარე ჭანისწყალი '''ჭანისწყალი''' ჭანისწყა...) |
10:19, 30 ნოემბერი 2023-ის ვერსია
ჭანისწყალი
ჭანისწყალი (მეგრ. წენწყარი) – გაედინება წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. ხობისწყალის მარჯვენა შენაკადია. სათავეს იღებს ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვ. დონიდან 1960 მ სიმაღლეზე. სიგრძე 63 კმ, აუზის ფართობი 315 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში.