ბრუნებადი სიტყვა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია:გრამატიკა]] | [[კატეგორია:გრამატიკა]] | ||
| + | [[კატეგორია:ბრუნება]] | ||
20:13, 4 დეკემბერი 2023-ის ვერსია
ბრუნებადი სიტყვა – სიტყვა, რომელიც იბრუნვის ბრუნებადად რომ ჩაითვალოს, სიტყვას უნდა ჰქონდეს ორი ბრუნვის ფორმა მაინც.
ქართულ ენაში ბრუნებადი სიტყვები ძირითადად სახელებია, მათ შორის სხვა ენებიდან ნასესხებიც. მაგ., სიტყვა „პალტო“ ქართულში რუსულიდანაა შემოსული, რუსულში კი – ფრანგულიდან. იგი არ იბრუნვის არც რუსულში და არც ფრანგულში, ქართულში კი გვაქვს: პალტო, პალტო-მ, პალტო-ს და ა. შ.
ქართულ ენაში ბრუნებადი შეიძლება იყოს არა მარტო სახელები, არამედ ფორმაუცვლელი სიტყვებიც და თვით პირიანი ზმნებიც კი: „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე“, „ერთი მაქვს სჯობს ათას მქონდას..“
ზმნისართებში დაპირისპირება „აქედან-აქამდე“ (შდრ.: „სახლიდან–სახლამდე“) გვავარაუდებინებს ბრუნების არასრული პარადიგმის არსებობას. ამდენად, ზმნისართიც შესაძლოა ჩაირთოს ბრუნებად სიტყვათა ჯგუფში (ბ. ჯორბენაძე).
ქ. დათუკიშვილი
ლიტერატურა
- შანიძე ა. ქართული ენის გრამატიკის საფუძელები, I, თბ., 1953 (1971, 1980)