ინვერსიული ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ინვერსიული ლექსიკონი''' - ლექსიკონი, რომელშიც სიტყვები [[ანბ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ინვერსიული ლექსიკონი''' - ლექსიკონი, რომელშიც სიტყვები [[ანბანი]]ს რიგზე გაწყობილია შებრუნებით, ანუ დაბოლოების მიხედეით. ამგვარად, თუ ჩვეულებრივ ლექსიკონებში სიტყვები განლაგებულია თავკიდურ [[ასო (ნიშანი)|ასო]]ებზე (ბაძი, ბაძგი, ბაძვა, ბაძილი, ბაწარი, ბაჭია...), ინვერსიულ ლექსიკონიში ბოლოკიდური ასოები იცავენ ანბანურ რიგს (ორფა, ქორფა, ტურფა, ულუფა, აქა, მუთაქა, ლაქა, ლაქლაქა...).
+
'''ინვერსიული ლექსიკონი''' - [[ლექსიკონი]], რომელშიც სიტყვები [[ანბანი]]ს რიგზე გაწყობილია შებრუნებით, ანუ დაბოლოების მიხედეით. ამგვარად, თუ ჩვეულებრივ ლექსიკონებში სიტყვები განლაგებულია თავკიდურ [[ასო (ნიშანი)|ასო]]ებზე (ბაძი, ბაძგი, ბაძვა, ბაძილი, ბაწარი, ბაჭია...), ინვერსიულ ლექსიკონიში ბოლოკიდური ასოები იცავენ ანბანურ რიგს (ორფა, ქორფა, ტურფა, ულუფა, აქა, მუთაქა, ლაქა, ლაქლაქა...).
  
 
აღსანიშნავია ინვერსიულ ლექსიკონთა სამეცნიერო და პრაქტიკულ-ფილოლოგიური დანიშნულება. დაბოლოებათა მიხედვით სისტემატიზაციის გზით ამგვარი ლექსიკონები ნათელ სურათს იძლევა სიტყვათა [[აუსლაუტი]]ს ფონოლოგიური და მორფოლოგიური სტრუქტურის შესახებ, აადვილებს სუფიქსების მიხედვით ფორმათა ძიებასა და ანალიზს, მით უფრო, როცა საკითხი ეხება აგლუტინაციური ტიპის ენებს. ამგვარად გაწყობილი მასალა მაქსიმალურად ხელმისაწვღომია პედაგოგიური დანიშნულებითაც.
 
აღსანიშნავია ინვერსიულ ლექსიკონთა სამეცნიერო და პრაქტიკულ-ფილოლოგიური დანიშნულება. დაბოლოებათა მიხედვით სისტემატიზაციის გზით ამგვარი ლექსიკონები ნათელ სურათს იძლევა სიტყვათა [[აუსლაუტი]]ს ფონოლოგიური და მორფოლოგიური სტრუქტურის შესახებ, აადვილებს სუფიქსების მიხედვით ფორმათა ძიებასა და ანალიზს, მით უფრო, როცა საკითხი ეხება აგლუტინაციური ტიპის ენებს. ამგვარად გაწყობილი მასალა მაქსიმალურად ხელმისაწვღომია პედაგოგიური დანიშნულებითაც.

23:33, 12 დეკემბერი 2023-ის ვერსია

ინვერსიული ლექსიკონი - ლექსიკონი, რომელშიც სიტყვები ანბანის რიგზე გაწყობილია შებრუნებით, ანუ დაბოლოების მიხედეით. ამგვარად, თუ ჩვეულებრივ ლექსიკონებში სიტყვები განლაგებულია თავკიდურ ასოებზე (ბაძი, ბაძგი, ბაძვა, ბაძილი, ბაწარი, ბაჭია...), ინვერსიულ ლექსიკონიში ბოლოკიდური ასოები იცავენ ანბანურ რიგს (ორფა, ქორფა, ტურფა, ულუფა, აქა, მუთაქა, ლაქა, ლაქლაქა...).

აღსანიშნავია ინვერსიულ ლექსიკონთა სამეცნიერო და პრაქტიკულ-ფილოლოგიური დანიშნულება. დაბოლოებათა მიხედვით სისტემატიზაციის გზით ამგვარი ლექსიკონები ნათელ სურათს იძლევა სიტყვათა აუსლაუტის ფონოლოგიური და მორფოლოგიური სტრუქტურის შესახებ, აადვილებს სუფიქსების მიხედვით ფორმათა ძიებასა და ანალიზს, მით უფრო, როცა საკითხი ეხება აგლუტინაციური ტიპის ენებს. ამგვარად გაწყობილი მასალა მაქსიმალურად ხელმისაწვღომია პედაგოგიური დანიშნულებითაც.

ენობრივი მასალის ინვერსიული სისტემატიზაცია განსაკუთრებით აქტუალური ხდება მანქანური ენის დამკვიდრების, მასალის ავტომატური ანალიზისა და სინთეზის ინტენსიური დანერგვის პირობებში.

ინვერსიული ლექსიკონის შედგენა გულისხმობს საწყის მასალად რაიმე კონკრეტული ლექსიკონის (სიტყვანის) არსებობას – ცალკეული ნაწარმოებისა თუ მწერლის ლექსიკონიდან დაწყებული და ენის სრული განმარტებითი ლექსიკონით დამთავრებული. ქართული ენისათვის არსებობს ენათმეცნიერების ინსტიტუტის მიერ მომზადებული „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ 8-ტომეულის საფუძველზე ბ. ფოჩხუას რედაქციით შედგენილი „ინვერსიული ლექსიკონი“ (თბ., 1967) და ილ. აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონის“ საფუძეელზე შედგენილი ილია აბულაძის „ძველი ქართული ენის ლექსიკონის“ ინვერსიული საძიებელი“ (თბ, 1979).

ა. არაბული


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები