გაყოფა (მათემატიკა)
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
ტერმინები „გაყოფა“, „[[გასაყოფი]]“, „გამყოფი“ შედარებით გვიან გაჩნდა – X საუკუნეში ჰერბერტის (პაპი სილვესტრი II) ნაშრომებში. გაყოფის შედეგს დიდხანს „გაყოფის [[ჯამი (მათემატიკა)|ჯამს]]“ უწოდებდნენ. სიტყვას „განაყოფი“ პირველად ვხვდებით ლეონარდო პიზანელის ნამუშევრებში (1202). | ტერმინები „გაყოფა“, „[[გასაყოფი]]“, „გამყოფი“ შედარებით გვიან გაჩნდა – X საუკუნეში ჰერბერტის (პაპი სილვესტრი II) ნაშრომებში. გაყოფის შედეგს დიდხანს „გაყოფის [[ჯამი (მათემატიკა)|ჯამს]]“ უწოდებდნენ. სიტყვას „განაყოფი“ პირველად ვხვდებით ლეონარდო პიზანელის ნამუშევრებში (1202). | ||
| − | გაყოფის თანამედროვე ნიშნებიდან ([[ფაილი:Gay001.png]], a/b, a:b) უძველესია | + | გაყოფის თანამედროვე ნიშნებიდან ([[ფაილი:Gay001.png]], a/b, a:b) უძველესია ჰორიზონტალური ტირე, რომელიც გვხვდება ლ. პიზანელთან. ორი [[წერტილი (გეომეტრია)|წერტილი]] შემოიღო ჯონსმა „[[არითმეტიკა]]ში“ (1633). გაყოფის ნიშნად ორი წერტილი გამოიყენა [[ლაიბნიცი გოტფრიდ ვილჰელმ|ლაიბნიცმაც]] (1684). ამ სიმბოლოების გვერდით გაყოფის ოპერაციების აღსანიშნავად იყენებდნენ D ასოს (სიტყვიდან division - dividere – „გაყოფა“, „განაწილება“). პირველად [[სიმბოლო|სიმბოლოები]] D და M – გაყოფისა და გამრავლებისათვის – გამოჩნდა [[შტიფელი მიხაელ|მ. შტიფელის]] წიგნში „გერმანული არითმეტიკა“ (1545). XVIII საუკუნემდე იყენებდნენ აგრეთვე [[ფაილი:Gayofa.png|15პქ]] ან [[ფაილი:Gayofa1.png|15პქ]] სიმბოლოებს, 90°– ით შემობრუნებული d ან D. შვეიცარიელმა ი. რანმა 1659 წ. შემოიღო აღნიშვნა ÷ , რომელსაც მისი წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნის შემდეგ ფართოდ იყენებდნენ ინგლისში და მიაწერდნენ ლ. პელის. ეს ნიშანი მხოლოდ 1923 წელს აიკრძალა მათემატიკური პრობლემების ეროვნული კომიტეტის მიერ. |
22:46, 19 დეკემბერი 2023-ის ვერსია
გაყოფა – გამრავლების შებრუნებული მოქმედება. მისი ამოცანაა ორიდან ერთ-ერთი თანამამრავლის პოვნა, როდესაც ცნობილია მათი ნამრავლი და მეორე თანამამრავლი.
მთელ რიცხვთა არეში გაყოფა ყოველვთის არ არის შესაძლებელი, რაციონალურ რიცხვთა არეში კი გაყოფა ყოველთვის შესაძლებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გამყოფი ნულის ტოლია.
ძველად მათემატიკაში გაყოფის მოქმედება არ იყო - მას აწარმოებდნენ თანამიმდევრობითი გამოკლებით. ამ მეთოდით გაყოფის განსაზღვრამ იარსება XIV-XV საუკუნეებამდე. ეს ხერხი იყო ძნელი და გრძელი.
გაყოფის თანამედროვე ხერხი პირველად აღწერილია უცნობი ავტორის იტალიურ ხელნაწერში (1460).
ტერმინები „გაყოფა“, „გასაყოფი“, „გამყოფი“ შედარებით გვიან გაჩნდა – X საუკუნეში ჰერბერტის (პაპი სილვესტრი II) ნაშრომებში. გაყოფის შედეგს დიდხანს „გაყოფის ჯამს“ უწოდებდნენ. სიტყვას „განაყოფი“ პირველად ვხვდებით ლეონარდო პიზანელის ნამუშევრებში (1202).
გაყოფის თანამედროვე ნიშნებიდან (
, a/b, a:b) უძველესია ჰორიზონტალური ტირე, რომელიც გვხვდება ლ. პიზანელთან. ორი წერტილი შემოიღო ჯონსმა „არითმეტიკაში“ (1633). გაყოფის ნიშნად ორი წერტილი გამოიყენა ლაიბნიცმაც (1684). ამ სიმბოლოების გვერდით გაყოფის ოპერაციების აღსანიშნავად იყენებდნენ D ასოს (სიტყვიდან division - dividere – „გაყოფა“, „განაწილება“). პირველად სიმბოლოები D და M – გაყოფისა და გამრავლებისათვის – გამოჩნდა მ. შტიფელის წიგნში „გერმანული არითმეტიკა“ (1545). XVIII საუკუნემდე იყენებდნენ აგრეთვე
ან
სიმბოლოებს, 90°– ით შემობრუნებული d ან D. შვეიცარიელმა ი. რანმა 1659 წ. შემოიღო აღნიშვნა ÷ , რომელსაც მისი წიგნის ინგლისურ ენაზე თარგმნის შემდეგ ფართოდ იყენებდნენ ინგლისში და მიაწერდნენ ლ. პელის. ეს ნიშანი მხოლოდ 1923 წელს აიკრძალა მათემატიკური პრობლემების ეროვნული კომიტეტის მიერ.