ნინთური
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ნინთური''' – ''(შუმ.)'' „ქალბატონი-ბოსელი“, დიდი დედა, კაცობრიობის მშობელი ქალღმერთი, რომელიც გაიგივებულია „[[ბოსელი|ბოსელთან]]“ | '''ნინთური''' – ''(შუმ.)'' „ქალბატონი-ბოსელი“, დიდი დედა, კაცობრიობის მშობელი ქალღმერთი, რომელიც გაიგივებულია „[[ბოსელი|ბოსელთან]]“ | ||
| − | (რასაც მოწმობს მისი სახელი) და „საშოსთან“ (როგორც მისი ეპითეტი „შაგთურ“ გვაუწყებს). ნინთური უქორწინებელ ქალღმერთთა რიცხვს ეკუთვნის, | + | (რასაც მოწმობს მისი სახელი) და „საშოსთან“ (როგორც მისი [[ეპითეტი]] „შაგთურ“ გვაუწყებს). ნინთური უქორწინებელ ქალღმერთთა რიცხვს ეკუთვნის, |
რომელთა გვერდით ვერ ვხედავთ მამრულ ღვთაებას. მხოლოდ მოგვიანო ტექსტებში, სადაც ადამიანის გაჩენის ამბავია მოთხრობილი, ამ აქტში ნინთურთან | რომელთა გვერდით ვერ ვხედავთ მამრულ ღვთაებას. მხოლოდ მოგვიანო ტექსტებში, სადაც ადამიანის გაჩენის ამბავია მოთხრობილი, ამ აქტში ნინთურთან | ||
ერთად მონაწილეობს [[ენქი]]ც. ნინთური არა მხოლოდ მშობელი ქალღმერთია, არამედ იგი მფარველობს საყოველთაო შობას და ღვთიური ბებიაქალის | ერთად მონაწილეობს [[ენქი]]ც. ნინთური არა მხოლოდ მშობელი ქალღმერთია, არამედ იგი მფარველობს საყოველთაო შობას და ღვთიური ბებიაქალის | ||
მიმდინარე ცვლილება 14:44, 26 დეკემბერი 2023 მდგომარეობით
ნინთური – (შუმ.) „ქალბატონი-ბოსელი“, დიდი დედა, კაცობრიობის მშობელი ქალღმერთი, რომელიც გაიგივებულია „ბოსელთან“ (რასაც მოწმობს მისი სახელი) და „საშოსთან“ (როგორც მისი ეპითეტი „შაგთურ“ გვაუწყებს). ნინთური უქორწინებელ ქალღმერთთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთა გვერდით ვერ ვხედავთ მამრულ ღვთაებას. მხოლოდ მოგვიანო ტექსტებში, სადაც ადამიანის გაჩენის ამბავია მოთხრობილი, ამ აქტში ნინთურთან ერთად მონაწილეობს ენქიც. ნინთური არა მხოლოდ მშობელი ქალღმერთია, არამედ იგი მფარველობს საყოველთაო შობას და ღვთიური ბებიაქალის როლსაც კი ასრულებს.