ვანის ქვაბთა წარწერების პოეზია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვანის ქვაბთა წარწერების პოეზია''' – ვანის ქვაბთა სამონასტრ...) |
01:07, 28 დეკემბერი 2023-ის ვერსია
ვანის ქვაბთა წარწერების პოეზია – ვანის ქვაბთა სამონასტრო კომპლექსში მრავლად მოიპოვება ქვაბის ბინადარი ქალების წარწერებიც (XV ს.).
ეანის ქვაბთა მონასტერი თავდაპირველად მამათა მონასტერი იყო, მაგრამ XIV ს. მიწურულიდან, დედათა ე. წ. სამყოფელი (სხვა თვალსაზრისით – თავშესაფარი) ჩნდება. მონასტრის ყველაზე მაღალ სართულზე მოთავსებულ ჯვრის ტიპის პატარა გუმბათიანი ეკლესიის კედლებზე, როგორც შიგნით, ისე გარეთ, მოთავსებულია შავი საღებავით შესრულებული მხედრული წარწერები (დაახლ. 50-მდე), რომლებიც ხელწერისა და სხვა მონაცემების მიხედვით სავარაუდოდ XV ს. II ნახ. თარიღდება (წარწერების ერთი ნაწილი გამოაქვეყნა ე. ცისკარიშვილმა, 1954).