თოფურია გურამ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გურამ თოფურია“ გადაიტანა გვერდზე „თოფურია გურამ“ გადამისამარ...) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
ჩამოყალიბება და განვითარების საკითხები, პალეოერგატივის ცნება და სხვ); ავტორია მონოგრაფიებისა: „ლესგიური [[ზმნა|ზმნის]] ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები“ (1959), „ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში“ (1995. რუს. ენაზე); ნაშრომებისა ქართველურ ენათა მორფოლოგიისა თუ ლექსიკის, ისტორიული ტოპონიმიკის საკითხებზე: „ერთი ჰიპოთეტური ფორმის რეალურობისათვის [[ზანური ენა|ზანური ენის]] არეალიდან (სამცხის ტოპონიმიკიდან)“ (1968), „მოქმედებითი ბრუნვის ისტორიისათვის სვანურში“ (1977), „სიტყვაწარმოების ერთი მოდელის შესახებ ქართულში (სახელური -უ სუფიქსისათვის ქართულში)“ (1998) და. სხვ. | ჩამოყალიბება და განვითარების საკითხები, პალეოერგატივის ცნება და სხვ); ავტორია მონოგრაფიებისა: „ლესგიური [[ზმნა|ზმნის]] ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები“ (1959), „ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში“ (1995. რუს. ენაზე); ნაშრომებისა ქართველურ ენათა მორფოლოგიისა თუ ლექსიკის, ისტორიული ტოპონიმიკის საკითხებზე: „ერთი ჰიპოთეტური ფორმის რეალურობისათვის [[ზანური ენა|ზანური ენის]] არეალიდან (სამცხის ტოპონიმიკიდან)“ (1968), „მოქმედებითი ბრუნვის ისტორიისათვის სვანურში“ (1977), „სიტყვაწარმოების ერთი მოდელის შესახებ ქართულში (სახელური -უ სუფიქსისათვის ქართულში)“ (1998) და. სხვ. | ||
| − | თოფურია სამჯერ იყო არჩეული ევროპის კავკასიოლოგთა საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად (ბოლოს ახალი ვადით 1996-იდან). იყო რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი („იბერიელ-კავკასიური ენათმეცნიერება“, „იბერიულკავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული“, „მაცნე“, | + | თოფურია სამჯერ იყო არჩეული ევროპის კავკასიოლოგთა საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად (ბოლოს ახალი ვადით 1996-იდან). იყო რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი („იბერიელ-კავკასიური ენათმეცნიერება“, „იბერიულკავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული“, „მაცნე“, „ეტიმოლოგიუერი ძიებანი“). მიღებული აქვს არნ. ჩიქობავას სახელობის პრემია (1996). |
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
== თხზულებები == | == თხზულებები == | ||
| − | * ქართულ-ქართველური ეთნონიმიკის ლინტვისტური | + | * ქართულ-ქართველური ეთნონიმიკის ლინტვისტური საკითხები, I – „იკე“. XVII, თბ. 1970; |
* ლინგვისტური გეოგრაფია, ტოპონიმია და ენის ისტორია (ქართველურ ენათა მასალაზე). – კრ: „ხელეური“ (ეძღვნება გ. ჩიტაიას დაბადებიდან 90 წლისთავს), თბ., 1985. | * ლინგვისტური გეოგრაფია, ტოპონიმია და ენის ისტორია (ქართველურ ენათა მასალაზე). – კრ: „ხელეური“ (ეძღვნება გ. ჩიტაიას დაბადებიდან 90 წლისთავს), თბ., 1985. | ||
01:52, 10 იანვარი 2024-ის ვერსია
გურამ თოფურია – (დ. 27 მარტი 1930, თბილისი, – გ. 31 მაისი 2000, იქვე), ენათმეცნიერი, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ (დაღესტნურ) ენათა მკვლევარი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი (1997), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1938).
დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება (1954). 1954-57 იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი (კავკასიურ ენათა განხრით). 1957-იდან სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. 1973–87 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1987-იდან – მთის იბერიულ-კავკასიურ ენათა განყოფილების გამგე.
თოფურიას ძირითადი შრომები ეძღვნება ლესგიური და სხვა დაღესტნური ენების მორფოლოგიის, ფონეტიკისა და ლექსიკის საკითხებს; დაღესტნურ ენათა ზოგად პრობლემატიკას (ბრუნების კლასიფიკაცია, მისი ჩამოყალიბება და განვითარების საკითხები, პალეოერგატივის ცნება და სხვ); ავტორია მონოგრაფიებისა: „ლესგიური ზმნის ძირითადი მორფოლოგიური კატეგორიები“ (1959), „ბრუნების მორფოლოგია დაღესტნურ ენებში“ (1995. რუს. ენაზე); ნაშრომებისა ქართველურ ენათა მორფოლოგიისა თუ ლექსიკის, ისტორიული ტოპონიმიკის საკითხებზე: „ერთი ჰიპოთეტური ფორმის რეალურობისათვის ზანური ენის არეალიდან (სამცხის ტოპონიმიკიდან)“ (1968), „მოქმედებითი ბრუნვის ისტორიისათვის სვანურში“ (1977), „სიტყვაწარმოების ერთი მოდელის შესახებ ქართულში (სახელური -უ სუფიქსისათვის ქართულში)“ (1998) და. სხვ.
თოფურია სამჯერ იყო არჩეული ევროპის კავკასიოლოგთა საზოგადოების ვიცეპრეზიდენტად (ბოლოს ახალი ვადით 1996-იდან). იყო რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრი („იბერიელ-კავკასიური ენათმეცნიერება“, „იბერიულკავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული“, „მაცნე“, „ეტიმოლოგიუერი ძიებანი“). მიღებული აქვს არნ. ჩიქობავას სახელობის პრემია (1996).
თხზულებები
- ქართულ-ქართველური ეთნონიმიკის ლინტვისტური საკითხები, I – „იკე“. XVII, თბ. 1970;
- ლინგვისტური გეოგრაფია, ტოპონიმია და ენის ისტორია (ქართველურ ენათა მასალაზე). – კრ: „ხელეური“ (ეძღვნება გ. ჩიტაიას დაბადებიდან 90 წლისთავს), თბ., 1985.