აპოსტროფი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 10: ხაზი 10:
 
აპოსტროფი გამოყენებულია ქართული დიალექტოლოგიური ტექსტების ჩაწერისას ორ შემთხვევაში: <br />
 
აპოსტროფი გამოყენებულია ქართული დიალექტოლოგიური ტექსტების ჩაწერისას ორ შემთხვევაში: <br />
 
1. მაერთებელი და კავშირის ხმოვნის აღსანიშნავად, რომელიც იკარგება წინა სიტყვასთან ამ კავშირის ენკლიტიკურად მიერთებისას: ქალი-დ′ [[ფაილი:Kaci.JPG||40პქ]] – „ქალიდა კაცი“; დიდი [[ფაილი:Tutunaci.JPG|70პქ|]] – „დიდი და პატარა“; <br />
 
1. მაერთებელი და კავშირის ხმოვნის აღსანიშნავად, რომელიც იკარგება წინა სიტყვასთან ამ კავშირის ენკლიტიკურად მიერთებისას: ქალი-დ′ [[ფაილი:Kaci.JPG||40პქ]] – „ქალიდა კაცი“; დიდი [[ფაილი:Tutunaci.JPG|70პქ|]] – „დიდი და პატარა“; <br />
2, თუშური დიალექტური ტექსტების ჩაწერისას ხმოვნის ძლიერი დამართვის აღსანიშნავად: გა′ჭენდ′ გამა′ჭენ
+
2, [[თუშური დიალექტი|თუშური დიალექტური]] ტექსტების ჩაწერისას ხმოვნის ძლიერი დამართვის აღსანიშნავად: გა′ჭენდ′ გამა′ჭენ
 
მხედარმა [[ფაილი:Cxeni 2.JPG|50პქ|]] – „გააჭენა და გამოაჭენა მხედარმა ცხენი“.  
 
მხედარმა [[ფაილი:Cxeni 2.JPG|50პქ|]] – „გააჭენა და გამოაჭენა მხედარმა ცხენი“.  
  

13:47, 11 იანვარი 2024-ის ვერსია

აპოსტროფი – (ბერინ. aposrtophos – უკუმიქცეული). სტრიქონზედა მძიმე, რომელიც სხვადასხვა (განსაკუთრებით ევროპულ) ენაში იხმარება:

1. მომიჯნავე სიტყვების გამაერთიანებლად ერთ-ერთ მათგანში, ჩვეულებრივ, ერთმარცელიან სიტყვაში ხმოვნის გამოტოეების შედეგად (ფრანგ. L′Humanit, იტალ. L′Unit, ინგლ. you′re <you are, can′t < can not); ნაწილაკდართულ უცხოურ გვარებში (ფრანგ. ჟანა დ′არკი, იტალ. დ′ანუნციო);
2. ნათესაობითი ბრუნვის აღსანიშნავად ორსავე რიცხეში (ინგლ. boy′s, boys′);
3. თანხმოვნის სიმაგრის აღსანიშნაგად (რუს. ъ-ის მონაცვლედ), ჩვეულებრივ, მომდევნო რბილი ხმოვნის ან დიფთონგის გავლენის ასაცილებლად (От′езд. შდრ. Отъезд; Об′явление, შდრ. Объявление);
4. ირლანდიურ გვარებში სპეციფიკური თავკიდური ო ხმოვნის მომდევნოდ (ო′კონორი, ო′ნეილი…);
5. სატრანსლიტერაციო ან სატრანსკრიფციო სისტემაში უცხო ენის სხვადასხვა ფონოლოგიური სპეციფიკის (სიმკვეთრის, პალატალისაციის, ასპირაციის…) აღსანიშნავად (მაგ. ინგლისურში: არაბ.′აინ-ის, რუს. ъ-ის, ქართ. მკვეთრი კ. პ, ტ, წ, ჭ, ან სხვა ტრადიციით – ფშვინვიერი მ, ფ, თ, ც, ჩ თანხმოვნების გადმოსაცემად).

აპოსტროფი გამოყენებულია ქართული დიალექტოლოგიური ტექსტების ჩაწერისას ორ შემთხვევაში:
1. მაერთებელი და კავშირის ხმოვნის აღსანიშნავად, რომელიც იკარგება წინა სიტყვასთან ამ კავშირის ენკლიტიკურად მიერთებისას: ქალი-დ′ Kaci.JPG – „ქალიდა კაცი“; დიდი Tutunaci.JPG – „დიდი და პატარა“;
2, თუშური დიალექტური ტექსტების ჩაწერისას ხმოვნის ძლიერი დამართვის აღსანიშნავად: გა′ჭენდ′ გამა′ჭენ მხედარმა Cxeni 2.JPG – „გააჭენა და გამოაჭენა მხედარმა ცხენი“.

აპოსტროფი განსხვავდება დიაკრიტიკული (ასოსზედა და ასოსქვედა) ნიშნებისაგან იმით, რომ ცალკე გრაფა უჭირავს, ე.ი. გრაფემის პოზიციაშია.

მ. აფრიდონიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები