ანაპტიქსი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ანაპტიქსი''' – ( | + | '''ანაპტიქსი''' – (ბერძ. annaptyssό – ვშლი, ვმართავ), სიტყვაში თანხმოვნებს შორის წარმოთქმის გაადვილების მიზნით ხმოვნის განვითარება. აქცესიურ კომპლექსებში პოტენციურად ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა ანაპტიქსური ხმოვნის გაჩენისა, მაგ., თანამედროვე ქართულ მეტყველებაში ძამა, ძამია, ძამიკო ფორმებში შეიძლება ვივარაუდოთ ანაპტიქსური ხმოვნის ჩართვა. ვოკალური ელემენტით გათიშვის კვალი ჩანს ზანურ აქცესიურ კომპლექსებში: ტბა > ტობა || ტიბა:გბ (გბობა) > გუბ || გიბ; კბილი > კიბირი და მისთ. ხშირად სონანტების მეზობლად განვითარებული ხმოვნები (შდრ: ძვ. ქართ. – კრწყილი, ხევსურულში – კირწყილი, სალიტერატურო – ჩრჩილი, კახურში – ჩირჩილი, ქიზიყურში – ჩრიჩილი, სალიტერატურო – |
კლდე, ხევსურულში – კილდე) უფრო ისტორიულად მარცვლოვანი ელემენტების რეფლექსებად შეიძლება მივიჩნიოთ, ვიდრე ანაპტიქსურ ხმოვნებად. | კლდე, ხევსურულში – კილდე) უფრო ისტორიულად მარცვლოვანი ელემენტების რეფლექსებად შეიძლება მივიჩნიოთ, ვიდრე ანაპტიქსურ ხმოვნებად. | ||
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| − | * ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის | + | * [[ახვლედიანი გიორგი (ენათმეცნიერი)|ახვლედიანი გ]]. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949; |
* ჟღენტი ს. ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა, თბ. 1953; | * ჟღენტი ს. ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა, თბ. 1953; | ||
| − | * | + | * [[გამყრელიძე თამაზ|გამყრელიძე თ]]. მაჭავარიანი გ. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. თბ., 1965. |
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
[[კატეგორია: ენათმეცნიერება]] | [[კატეგორია: ენათმეცნიერება]] | ||
მიმდინარე ცვლილება 01:57, 20 იანვარი 2024 მდგომარეობით
ანაპტიქსი – (ბერძ. annaptyssό – ვშლი, ვმართავ), სიტყვაში თანხმოვნებს შორის წარმოთქმის გაადვილების მიზნით ხმოვნის განვითარება. აქცესიურ კომპლექსებში პოტენციურად ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა ანაპტიქსური ხმოვნის გაჩენისა, მაგ., თანამედროვე ქართულ მეტყველებაში ძამა, ძამია, ძამიკო ფორმებში შეიძლება ვივარაუდოთ ანაპტიქსური ხმოვნის ჩართვა. ვოკალური ელემენტით გათიშვის კვალი ჩანს ზანურ აქცესიურ კომპლექსებში: ტბა > ტობა || ტიბა:გბ (გბობა) > გუბ || გიბ; კბილი > კიბირი და მისთ. ხშირად სონანტების მეზობლად განვითარებული ხმოვნები (შდრ: ძვ. ქართ. – კრწყილი, ხევსურულში – კირწყილი, სალიტერატურო – ჩრჩილი, კახურში – ჩირჩილი, ქიზიყურში – ჩრიჩილი, სალიტერატურო – კლდე, ხევსურულში – კილდე) უფრო ისტორიულად მარცვლოვანი ელემენტების რეფლექსებად შეიძლება მივიჩნიოთ, ვიდრე ანაპტიქსურ ხმოვნებად.
ნ. იმნაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ახვლედიანი გ. ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები, თბ., 1949;
- ჟღენტი ს. ჭანურ-მეგრულის ფონეტიკა, თბ. 1953;
- გამყრელიძე თ. მაჭავარიანი გ. სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში. თბ., 1965.