ბიოგრაფიული ლექსიკონი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ბიოგრაფიული ლექსიკონი''' – ენციკლოპედიური ტიპის საცნობარო [[ლექსიკონი]], რომელშიც სალექსიკონო სტატიებად წარმოდგენილია გამოჩენილი ისტორიული პირების ან ამა თუ იმ დარგის ცნობილი მოღვაწეების ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები. არცთუ იშვიათად ამგვარი პერსონალური ცნობები ჩართულია რომელიმე დარგის ენციკლოპედიურ ლექსიკონში. ენათმეცნიერების სფეროში ამგვარი ლექსიკონის ნიმუშია, | + | '''ბიოგრაფიული ლექსიკონი''' – ენციკლოპედიური ტიპის საცნობარო [[ლექსიკონი]], რომელშიც სალექსიკონო სტატიებად წარმოდგენილია გამოჩენილი ისტორიული პირების ან ამა თუ იმ დარგის ცნობილი მოღვაწეების ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები. არცთუ იშვიათად ამგვარი პერსონალური ცნობები ჩართულია რომელიმე დარგის ენციკლოპედიურ ლექსიკონში. ენათმეცნიერების სფეროში ამგვარი ლექსიკონის ნიმუშია, მაგ., ბ. პოტიეს „Le Langage“ პარიზი. 1973), რომელიც 500 ბიოგრაფიულ სტატიას და ლინგვისტურ ტერმინს შეიცავს. წმინდა ბიოგრაფიული ლექსიკონის ნიმუშია „Русский биографический словарь“ (Т. 1-13. C.-Петербург, 1896-1913). ასეთივეა მ. ბულახოვის „Васточнаславянские язикобеды“ (Минск 1976), რომელშიც სლავისტიკის დარგში მომუშავე 300-ზე მეტი ენათმეცნიერის ბიოგრაფიაა მოცემული. ქართულ ფილოლოგიაში ამ ტიპის ლექსიკონის ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ „[[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი|ქართული მწერლობა, ლექსიკონი-ცნობარი]]“, წიგნი I, თბ., 1984, რომელიც მოამზადა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებულმა მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარმა სარედაქციო კოლეგიამ. ამ ტომში შესული მასალა გაყოფილია ორ პერიოდად: V –XVIII და XIX სს. ლექსიკონში [[ანბანი|ანბანური]] რიგით წარმოდგენილია ვრცელი ინფორმაცია V-XIX სს-ში მოღვაწე თითქმის ყველა [[ქართველები|ქართველი]] მწერლის შესახებ. ლექსიკონის მეორე ტომში ივარაუდება XX ს-ში მოღვაწე მწერლები. ბოლო პერიოდში შეიქმნა აგრეთვე ქართული ბიოგრაფიული ლექსიკონი „ვინ ვინაა საქართველოში“, თბ., 2001-02; პერსონალური [[ენციკლოპედიური ლექსიკონი]] „ივანე ჯავახიშვილი“, თბ., 2002; „ვინ ვინ არის საქართველოში“, 2006. |
− | მაგ., ბ. პოტიეს „Le Langage“ პარიზი. 1973), რომელიც 500 ბიოგრაფიულ სტატიას და ლინგვისტურ ტერმინს შეიცავს. წმინდა ბიოგრაფიული ლექსიკონის ნიმუშია „Русский биографический словарь“ (Т. 1-13. C.-Петербург, 1896-1913). ასეთივეა მ. ბულახოვის „Васточнаславянские язикобеды“ (Минск 1976), რომელშიც სლავისტიკის დარგში | + | |
''ა. არაბული'' | ''ა. არაბული'' |
მიმდინარე ცვლილება 20:39, 21 იანვარი 2024 მდგომარეობით
ბიოგრაფიული ლექსიკონი – ენციკლოპედიური ტიპის საცნობარო ლექსიკონი, რომელშიც სალექსიკონო სტატიებად წარმოდგენილია გამოჩენილი ისტორიული პირების ან ამა თუ იმ დარგის ცნობილი მოღვაწეების ძირითადი ბიოგრაფიული მონაცემები. არცთუ იშვიათად ამგვარი პერსონალური ცნობები ჩართულია რომელიმე დარგის ენციკლოპედიურ ლექსიკონში. ენათმეცნიერების სფეროში ამგვარი ლექსიკონის ნიმუშია, მაგ., ბ. პოტიეს „Le Langage“ პარიზი. 1973), რომელიც 500 ბიოგრაფიულ სტატიას და ლინგვისტურ ტერმინს შეიცავს. წმინდა ბიოგრაფიული ლექსიკონის ნიმუშია „Русский биографический словарь“ (Т. 1-13. C.-Петербург, 1896-1913). ასეთივეა მ. ბულახოვის „Васточнаславянские язикобеды“ (Минск 1976), რომელშიც სლავისტიკის დარგში მომუშავე 300-ზე მეტი ენათმეცნიერის ბიოგრაფიაა მოცემული. ქართულ ფილოლოგიაში ამ ტიპის ლექსიკონის ნიმუშად შეიძლება დავასახელოთ „ქართული მწერლობა, ლექსიკონი-ცნობარი“, წიგნი I, თბ., 1984, რომელიც მოამზადა საქართველოს მწერალთა კავშირთან არსებულმა მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარმა სარედაქციო კოლეგიამ. ამ ტომში შესული მასალა გაყოფილია ორ პერიოდად: V –XVIII და XIX სს. ლექსიკონში ანბანური რიგით წარმოდგენილია ვრცელი ინფორმაცია V-XIX სს-ში მოღვაწე თითქმის ყველა ქართველი მწერლის შესახებ. ლექსიკონის მეორე ტომში ივარაუდება XX ს-ში მოღვაწე მწერლები. ბოლო პერიოდში შეიქმნა აგრეთვე ქართული ბიოგრაფიული ლექსიკონი „ვინ ვინაა საქართველოში“, თბ., 2001-02; პერსონალური ენციკლოპედიური ლექსიკონი „ივანე ჯავახიშვილი“, თბ., 2002; „ვინ ვინ არის საქართველოში“, 2006.
ა. არაბული