ზესკნელი
ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
:::::აღმოსავლეთ და დასავლეთით, | :::::აღმოსავლეთ და დასავლეთით, | ||
:::::სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი | :::::სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი | ||
− | :::::ზესკნელ- | + | :::::ზესკნელ-ქვესკნელით და გარესკნელით, |
:::::უკანასკნელით უფსკრულთ სადარი? (3,3-4). | :::::უკანასკნელით უფსკრულთ სადარი? (3,3-4). | ||
ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
* მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. ზღაპრები, I, 1938, შესავალი; | * მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. ზღაპრები, I, 1938, შესავალი; | ||
* დ. შენგელაია, სამი სკნელი, წერილები, 1955. | * დ. შენგელაია, სამი სკნელი, წერილები, 1955. | ||
− | * | + | * ჩვენი საუნჯე, II, 1960. |
==წყარო== | ==წყარო== |
მიმდინარე ცვლილება 01:17, 23 იანვარი 2024 მდგომარეობით
ზესკნელი - ზეცა, ზედა ქვეყან. ქართველთა ტრადიციული წარმოდგენით სამყარო სამ ნაწილადაა გაყოფილი: ზესკნელი – ზეცა, ქვესკნელი – ქვეცა და გარესკნელი ანუ დედამიწის ზედაპირი, შუაცა. ზღაპრული ეპოსი სამივეს კარგად იცნობს ფანტასტიკური გმირები ზეცასა და ქვესკნელში ისე თავისუფლად მოქმედებენ, როგორც დედამიწაზე. ზეცას, ზესკნელში მზის პირის ნაბანის – მკვდრის გამაცოცხლებელი წყლის მოსაპოვებლად მიდის ზღაპრის პერსონაჟი და მიზანსაც აღწევს. ქვესკნელში ჩაშვებული გმირი ამარცხებს საშინელ ურჩხულებს და სამზეოს ფასკუნჯის თუ არწივის დახმარებით უბრუნდება. ამ უძველეს ცნებებს ლიტერატურული ძეგლებიც აქტიურად იყენებს ჩახრუხაძე „აბდულმესიანში“ ამბობს:
- აღმოსავლეთ და დასავლეთით,
- სამხრით ჩრდილომდის ჰპოონ, სად არი
- ზესკნელ-ქვესკნელით და გარესკნელით,
- უკანასკნელით უფსკრულთ სადარი? (3,3-4).
საყურადღებოა, რომ ქვესკნელი ადამიანებითაა დასახლებული, არსებობს სახელმწიფოები, მსგავსად გარესკნელისა, ზესკნლში კი ცის სხეულები და ზებუნებრივი არსებანი მოთავსებულან. ზესკნელ-ქვესკნელ–გარესკნელზე შემუშავებული წარმოდგენები ქართველთა მითოლოგიური სისტემის ნაწილია.
მ. ჩიქოვანი
[რედაქტირება] ლიტერატურა
- მ. ჩიქოვანი, ქართ. ხალხ. ზღაპრები, I, 1938, შესავალი;
- დ. შენგელაია, სამი სკნელი, წერილები, 1955.
- ჩვენი საუნჯე, II, 1960.