კონტამინაცია (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კომპოზიტი''' – (ლათ. compositus), რთული სიტყვა,თხზული სახელი ([[აკაკი შ...)

14:33, 29 იანვარი 2024-ის ვერსია

კომპოზიტი – (ლათ. compositus), რთული სიტყვა,თხზული სახელი (ა. შანიძე), ორი ან მეტი ფუძის შეერთებით წარმოქმნილი ლექსიკური ერთეული. კომპოზიტს, როგორც თხზული სიტყვაწარმოების პროდუქტს, მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ენის ლექსიკურ სისტემაში. კომპოზიტთა ანალიზი და კლასიფიკაცია საინტერესოა მათი მნიშვნელობის (ინტეგრირებული სემანტიკის), კომპონენტური შემადგენლობის, კომპონენტთა ადგილის, ფორმის, სემანტიკური ურთიერთმიმართების, მორფონოლოგიური პროცესების და სხვ. თვალსაზრისით. ენები მნიშვნელოვნად განსხვავდება კომპოზიტური სიტყვაწარმოების შესაძლებლობებითა და კომპოზიტთა აგებულება-შემადგენლობით, თუმცა საერთო ნიშნებიც მრავლად შეინიშნება.

კომპოზიტური სიტყვაწარმოების საბოლოო შედეგის თვალსაზრისით დასტურდება როგორც ერთცნებიანი კომპოზიტები, რომელთა კომპონენტების დამოუკიდებელი სემანტიკა დაჩრდილულია და კომპოზიტი ერთი დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონეა (ცისკარი, თავლაფდასხმული, ქინძისთავი, თავქუდმოგლეჯილი, გულგახეთქილი…), ასევე ორცნებიანი კომპოზიტები, რომლებშიც კომპონენტთა მნიშვნელობები შენარჩუნებულია და კომპოზიტის მნიშვნელობა უდრის მათი მნიშვნელობების ჯამს (მთა-ბარი, გუდა-ნაბადი, რქა-მოტეხილი… ამ უკანასკნელთ, მათი ბუნების გათვალისწინებით, შერწყმულ სახელებსაც ეძახიან (ა. შანიძე). გამოყოფენ ტოლადშერწყმულ, ანუ თანაბარუფლებიან კომპონენტთა შემცველ კომპოზიტებს (დევ-გმირი, ავ-კარგი, ბედ-იღბალი…) და არტოლადშერწყმულ, ანუ მსაზღვრელ-საზღვრულის ტიპის კომპოზიტებს (შუბლთეთრი, ყურმოჭრილი, შავთვალა, სულგანაბული…).

კომპოზიტთა აღნიშნულ კლასიფიკაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს როგორც მათი სტრუქტურული ანალიზის, ასევე ორთოგრაფიული და სხვ. საკითხების კვლევისას.

კომპოზიტების შესწავლა აქტუალურია როგორც ენის სისტემისა და სტრუქტურის სინქრონიული ანალიზის, ასევე ენობრივი ფაქტებისა და შესაბამისი პრობლემების ისტორიული კვლევის თვალსაზრისით.

ა. არაბული


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები