ალიტერაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ალიტერაცია''' – (ლათ. alliteratio ლათ. al - თან და litera - ასო ), მეტყველების ბგერითი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხერხი, ახლომდგომ სიტყვებში ერთი და იმავე (ან მსგავსი) თანხმოვნის განმეორება მხატვრული შემოქმედების გაძლიერების მიზნით. ალიტერაცია ფართოდ გავრცელებულია ხალხურ შემოქმედებაში – [[ანდაზა|ანდაზებში]], [[აფორიზმი|აფორიზმებში]], საბავშვო ლექსებში, გამოცანებში, ენის გასატეხებში („წამხედურამ წაიხედა, წინა ფეხი წაიტეხა“… ალიტერაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოს ხდის მეტყველების რიტმს, რის გამოც იგი ფართოდ გამოიყენება პოეტურ ენაში („კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე…“, [[შოთა რუსთაველი]]). ამ მოვლენაში კარგად ჩანს ადამიანის შემოქმედებითი დამოკიდებულება ობიექტურ სინამდვილესთან, სიტყვის [[აკუსტიკა (ფონეტიკა)|აკუსტიკურ]] ორგანიზაციასთან, მოტივაციურ საფუძვლებთან.- ალიტერაციის უმარტივესი ნიმუშებია საწყისის ფორმის ხმაბაძვითი სიტყვები, ექსპრესიული ლექსიკა (კაკაკუკი, ჭიჭყინი, აჯღაბუჯღა…).
+
'''ალიტერაცია''' – (ლათ. alliteratio ლათ. al - თან და litera - ასო ), მეტყველების ბგერითი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხერხი, ახლომდგომ სიტყვებში ერთი და იმავე (ან მსგავსი) [[თანხმოვნები|თანხმოვნის]] განმეორება მხატვრული შემოქმედების გაძლიერების მიზნით. ალიტერაცია ფართოდ გავრცელებულია ხალხურ შემოქმედებაში – [[ანდაზა|ანდაზებში]], [[აფორიზმი|აფორიზმებში]], საბავშვო ლექსებში, გამოცანებში, ენის გასატეხებში („წამხედურამ წაიხედა, წინა ფეხი წაიტეხა“… ალიტერაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოს ხდის მეტყველების რიტმს, რის გამოც იგი ფართოდ გამოიყენება პოეტურ ენაში („კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე…“, [[შოთა რუსთაველი]]). ამ მოვლენაში კარგად ჩანს ადამიანის შემოქმედებითი დამოკიდებულება ობიექტურ სინამდვილესთან, სიტყვის [[აკუსტიკა (ფონეტიკა)|აკუსტიკურ]] ორგანიზაციასთან, მოტივაციურ საფუძვლებთან.- ალიტერაციის უმარტივესი ნიმუშებია საწყისის ფორმის ხმაბაძვითი სიტყვები, ექსპრესიული [[ლექსიკა]] (კაკაკუკი, ჭიჭყინი, აჯღაბუჯღა…).
  
 
''ა. არაბული''  
 
''ა. არაბული''  

მიმდინარე ცვლილება 23:03, 30 იანვარი 2024 მდგომარეობით

ალიტერაცია – (ლათ. alliteratio ლათ. al - თან და litera - ასო ), მეტყველების ბგერითი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხერხი, ახლომდგომ სიტყვებში ერთი და იმავე (ან მსგავსი) თანხმოვნის განმეორება მხატვრული შემოქმედების გაძლიერების მიზნით. ალიტერაცია ფართოდ გავრცელებულია ხალხურ შემოქმედებაში – ანდაზებში, აფორიზმებში, საბავშვო ლექსებში, გამოცანებში, ენის გასატეხებში („წამხედურამ წაიხედა, წინა ფეხი წაიტეხა“… ალიტერაცია განსაკუთრებით თვალსაჩინოს ხდის მეტყველების რიტმს, რის გამოც იგი ფართოდ გამოიყენება პოეტურ ენაში („კარვის კალთა ჩახლართული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე…“, შოთა რუსთაველი). ამ მოვლენაში კარგად ჩანს ადამიანის შემოქმედებითი დამოკიდებულება ობიექტურ სინამდვილესთან, სიტყვის აკუსტიკურ ორგანიზაციასთან, მოტივაციურ საფუძვლებთან.- ალიტერაციის უმარტივესი ნიმუშებია საწყისის ფორმის ხმაბაძვითი სიტყვები, ექსპრესიული ლექსიკა (კაკაკუკი, ჭიჭყინი, აჯღაბუჯღა…).

ა. არაბული


[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები