მეტრეველი ელენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ელენე მეტრეველი''' – (დ. 13. ნოემბერი. 1917, ზესტაფონი, – გ. 5 მარტი 2001, ...)
 
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფილოლოგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ფილოლოგები]]
 +
[[კატეგორია:მეტრეველები]]

17:36, 2 თებერვალი 2024-ის ვერსია

ელენე მეტრეველი – (დ. 13. ნოემბერი. 1917, ზესტაფონი, – გ. 5 მარტი 2001, თბილისი), ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი 1983), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნნიერების დამსახურებული მოღვაწე (1977).

დაამთავრა თსუ ფილოლგიური ფაკულტეტი (1940). მუშაობდა გორის სახელმწიფო ჰედადოდიურ ინსტიტუტში (1944-48), ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტსა (1948–52) და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერითა განყოფილებაში (1946–58). ხელნაწერთა ინსტიტუტის დაარსებიდან (1958) ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა, ხოლო 1959-იდან – არქეოგრაფიის განყყოფილებებს. 1968-89 იყო ინსტიტუტის დირექტორი (1989-იდან – დირექტორის მრჩეველი). მეტრეველი წლების განმავლობაში იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის არქეოგრაფიული კომისიის წევრი და იმავდროულად ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოგრაფიულ კომისიას.

ელენე მეტრეველი იყო ფართო დიაპაზონის მკვლევარი. მისი კელევის სფერო მოიცავდა ძველი ქართული მწერლობის როგორც სასულიერო, ისე საერო ლიტერატურის მრავალ დარგს. მეტრეველის ნაშრომით „XI ს. ქართული ორიგინალური ჰიმნოგბრაფია“ (1951), ფაქტობრივად, საფუძველი დაედო ქართულ ორიგინალურ ჰიმნოგრაფიის შესწავლას. მეტრეველის ხელმძღვანელობით ავტორთა კოლექტივის მიერ (ე. მეტრეველი, ც. ჭანკიევი, ლ. ხეცურიანი) მომზადებული გამოცემა „უძველესი იადგარი“ (1980) საქართველოს სახელმწიფო პრემიით აღინიშნა (1994). ხელმაწერზე მუშაობისას მეტრეველმა გამოაელინა მანამდე უცნობი არაერთი ძეგლი და ისტორიულ-ლიტერატურული ფაქტი, განსაზღერა მათი ადგილი ქართულ ლიტერატურისა და კულტურის განვითარების ისტორიაში. მისი ნაშრომები ეხება კლასიკური პერიოდის ქართული საერო ლიტერატურის ორიგინალურ და ნათარგმნი ძეგლების („ვეფხისტყაოსანი“, „ამირან-დარეჯანიანი“, „აბღულმესიანი“) ანალიზის საკითხებსაც, სულხან-საბა ორბელიანის მხატვრულ და ლექსიკოგრაფიულ მემკეიდრეობას. მეტრეველმა საგანგებოდ შეისწაელა ე. წ. „მოგზაურობათა“ ჟანრი (ტ. გაბაშვილის „მიმოსლვეა“, გ. ავალიშვილის „მოგზაურობა“.

მეტრეველი წლების განმავლობაში იკევლევდა ძვ. ქართ. კულტურის საზღვარგარეთულ ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს (ათონზე, პალესტინაში, სირიაში, სინაზე) და იქ დაცულ ხელნაწერთა კოლექციებს. მის სახელთან არის დაკავშირებული მრავალი ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი ქართ. სკრიპტორიუმების აღმოჩენა და შესწავლა. მეტრეველი ხელმძღვანელობდა საქართველოს და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ ხელნაწერთა მეცნიერული აღწერილობის შედგენას, რომლის 30 ტომიდან იგი 9 ტომის თანაავტორია, ხოლო 17-ისა - რედაქტორი. მეტრეველის ინიციატივით ხელნაწერთა ინსტიტუტში გაიხსნა ახალი განყოფილებები, შეიქმნა ლიტურგიკული და მეტაფრასული ძეგლების, „მრავალთავის“ შემსწავლელი ჯგუფები (გრიგოლ ნაზიანზელის შემოქმედების შემსწავლელი ჯგუფი, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა, ჩართულია საერთაშორისო პროგრამაში). დაარსდა (1977-იდან) „ძველი ქართული მწერლობის ძეგლების" აკადემიური სერია. 1976-იდან მეტრეველ თანამშრომლობდა ბიზანტიური ცივილიზაციის ისტორიის შემსწავლელ პარიზულ ცენტრთან. მისი მონაწილეობით უცხოელ თანაავტორებთან ერთად დამოქვეყნდა ივირონის ბერძნული აქტების ოთხი ტომი.

რ. გვარამია
ც. ქურციკიძე.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები