შვარცის სამკუთხედი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''შვარცის სამკუთხედი''' – სამკუთხედი, რომლის წვეროებს წარმ...) |
20:36, 4 თებერვალი 2024-ის ვერსია
შვარცის სამკუთხედი – სამკუთხედი, რომლის წვეროებს წარმოადგენენ მოცემული მახვილკუთხა სამკუთხედის სიმაღლეების ფუძეები. შვარცის სამკუთხედს გააჩნია საინტერესო თვისება: მოცემულ მახვილკუთხა სამკუთხედში ჩახაზული ყველა სამკუთხედიდან შვარცის სამკუთხედს აქვს უმცირესი პერიმეტრი. შვარცის სამკუთხედს უწოდებენ მოცემული მახვილკუთხა სამკუთხედის ორთოცენტრულ სამკუთხედს.